სრული სია იმ პრობლემებისა, რომელთაც კარტოფილის წვენი კურნავს

1265

კარტოფილი ბოსტნეულია, რომლისგანაც უგემრიელესი კერძების მომზადება შეგვიძლია, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ მისი წვენი მრავალი დაავადების უებარი მკურნალია.

კარტოფილი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც უამრავი სასარგებლო ნივთიერებითაა გაჯერებული.

მიიღეთ კარტოფილის წვენი რეგულარულად და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემა, აგრეთვე გათავისუფლდით ზედმეტი კილოგრამებისგან.

სტატიაში გიამბობთ თუ რა სარგებლობა მოაქვს კარტოფილის წვენის რეგულარულად გამოყენებას.

  1. კარტოფილის წვენი მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ეფექტურად გამოიყენება ართრიტისა და სხვა ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. გარდა ამისა კარტოფილის წვენი არეგუილირებს სისხლის მიმოქცევას.
  2. კარტოფილის წვენი ტუტე ხასიათისაა. იგი იცავს ორგანიზმს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან.
  3. კარტოფილის წვენი ეფექტურად გამოიყენება ეგზემისა და მუწუკების სამკურნალოდ. უმოკლეს დროში წმენდს კანს.
  4. კარტოფილის ბაზაზე მომზადებული კერძები ასუქებს, ხოლო კარტოფილი წვენი დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამებისგან სწრაფად გათავისუფლებაში.
  5. კარტოფილის წვენი საოცრებებს ახდენს. მისი გამოყენებით შეძლებთ ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოდენვას.
  6. კარტოფილის წვენი ამცირებს ქოლესტერინის დონეს ე. ი. აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, უნარჩუნებს ჯანმრთელობას, რადგან ქოლესტერინის მაღალი დონე იწვევს სხვადასხვა დაავადებების განვითარებას.
  7. კარტოფილის წვენი დეტოქსიკაციის საუკეთესო საშუალებაა. თუ თქვენ გსურთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ტოქსინებისგან გასუფთავება, მიიღეთ კარტოფილის წვენი.
  8. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ კარტოფილის წვენი ეფექტურად გამოიყენება პანკრეატიტისა და თირკმელების დაავადებების სამკურნალოდ. კარტოფილის წვენი დაგეხმარებათ დიაბეტისა და მაღალი არტერიული წნევის დროს.
  9. კარტოფილის წვენი დაიგცავთ საშარდე გზებში ქვების წარმოქმნისგან.
  10. კარტოფილის წვენი გამოიყენება კიბოს პრევენციისთვის. წითელი კარტოფილი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტოციანებს, რომლებიც აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას.

ყვითელი და ნარინჯისფერი კარტოფილი შეიცავს დიდი რაოდენობით ზეაქსანტინს, რომელიც სასარგებლოა კარგი მხედველობისთვის.

როგორ მივიღოთ? 

კარტოფილი კარგად გარეცხეთ და გათალეთ, მოაშორეთ ნებისმიერი შავი წერტილი, დაჭერით და ბლენდერის საშუალებით დააქუცმაცეთ. გამოწურეთ წვენი.

დალიეთ ერთი ფინჯანი კარტოფილის წვენი დილით საუზმის წინ და საღამოს დაძინებამდე ორი საათით ადრე.

ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. გისურვებთ ჯანმრთელობას!