10 საშინაო საშუალება, რომელიც გაგათავისუფლებთ ფეხისგულებისა და ფრჩხილის სოკოსგან

სტატიაში შემოგთავაზებთ სოკოს საწინააღმდეგო ბუნებრივ, მარტივ და ეფექტურ საშუალებებს, რომლებიც სწრაფად გაგათავისუფლებთ კანის სოკოვანი ინფექციებიგან.

1. ვაშლის ძმარი

ონიქომიკოზის სამკურნალოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ვაშლის ძმარი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც შინაგანი, ისე გარეგანი გზით. თანაბარი რაოდენობით აიღეთ ვაშლის ძმარი, ზღვის მარილი (1:1) და გააზავეთ 6 წილ ცხელ წყალში. პროცედურები ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ. მაქსიმალური ეფექტისთვის ფეხები 30 წუთი დააყოვნეთ მომზადებულ ნარევში.

ასევე შეგიძლიათ ვაშლის ძმარი და თაფლი აურიოთ და შეიზილოთ ფრჩხილებზე.

2. ზეთისხილის ფოთლების ნაყენი

ზეთისხილის ფოთლების ნაყენი საოცრად ეფექტური საშუალებაა. იგი ითვლება ანტიბაქტერიულ, ვირუსების საწინააღმდეგო საშუალებად. ზეთისხილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.

უძლიერესი სამკურნალო ნაყენის საფენი დაიფინეთ დღეში 2-ჯერ და გაიჩერეთ 20-30 წუთი.

3. ჩაის ხის ზეთი

ანტისეპტიკური და ფუნგიციდური საშუალება ჩაის ხის ეთერზეთი ენიქომიკოზის სამკურნალოდ საუკეთესოა. თავდაპირველად ინფიცირებული ადგილი გაიწმინდეთ სპირტით და შემდეგ წაისვით 100%-ით სუფთა ჩაის ხის ზეთი.

სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ 2-3 კვირის განმავლობაში ყოველ დღე.

4. ფორთოხლის ეთერზეთი

კიდევ ერთი სოკოს საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება, რომელიც შეგიძლიათ ყოველდღიურად წაისვათ დაზიანებულ ფრჩხილებსა და ფეხების კანზე. ეთერზეთის რამდენიმე წვეთი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე და გაიჩერეთ 1 საათი.

ადამიანებმა, რომელთაც მგრძნობიარე კანი აქვთ, ფორთოხლის ეთერზეთის გამოყენებამდე კანის ჯანმრთელ არეში ტესტი უნდა გაიკეთონ.

5. სიმინდის ფქვილი

აიღეთ საკმაოდ დიდი თასი, ჩაყარეთ ფინჯანი სიმინდის ფქვილი, დაასხით 2 ლ წყალი.   აურიეთ და ნარევი გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ ჩაყავით ფეხები და დააყოვნეთ ნახევარი საათი. სამკურნალო პროცედურები ჩაიტერეთ ყოველ დღე, სანამ სოკოვანი ინფექციისგან არ განიკურნებით.

6. სოდა და ბორის მჟავა

სოდა უძლიერესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებაა, რომელიც სოკოვანი დაავადებების მკურნალად გვევლინება. ბორის მჟავა ბუნებრივი მინერალია, რომელიც აგრეთვე უძლიერესი ფუნგიციდია.

სოდისა და ბორის მჟავას ნარევს შეუძლია სწრაფად განკურნოს ფრჩხილისა და კანის სოკოვანი დაავადებები. აიღეთ თანაბარი რაოდენობით სოდა და ბორის მჟავა, დაამატეთ ცოტა წყალი, რომ მიიღოთ პასტისებური მასა. შემდეგ ნარევი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე და კარგად შეიზილეთ.

მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირა. პროცედურები ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ.

7. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთის შემადგენლობაში შედის კაპრილის მჟავა. მას აქვს კანდიდას და სხვა სოკოების ძლიერ უჯრედულ კედელში შეღწევის უნარი. დამცავი საფარის გარეშე, სოკოს უჯრედები იხსნება, რაც ეფექტურად კლავს ინფექციას. დაიტანეთ ქოქოსის ზეთი თხელ ფენად დაზიანებულ ადგილებზე და გაიჩერეთ 15 წუთი. ქოქოსის ზეთი ეფექტური საშუალებაა, რომელიც შეგინარჩუნებთ კანის ჯანმრთელობას, ამიტომ არ არის შეზღუდული ამ საოცარი საშუალების გამოყენება.

8. ლავანდის ეთერზეთი

ლავანდის ზეთი, სოკოს საწინააღმდეგო შემადგენლობის წყალობით, გამოიყენება მხოლოდ მსუბუქი  შემთხვევების სამკურნალოდ. ყოველ საღამოს ლავანდის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი დაიტანეთ ინფიცირებულ თითებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამით.

ონიქომიკოზის ადგილობრივად მკურნალობის ხანგრძლივობა ინფექციის სრული განკურნებიდან, კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გაგრძელდეს.

9. ორეგანოს ზეთი

კიდევ ერთი მცენარე, რომელიც ეფექტურად გამოიყენება სოკოვანი იფექციების წინააღმდეგ. ორეგანოს ზეთი მდიდარია თიმოლით, რომელიც ეფექტურად გამოიყენება დიდი რაოდენობით პათოგენური სოკოების წინააღმდეგ. აურიეთ 100%-ით სუფთა ორეგანოს ზეთის რამდენიმე წვეთი და  1 ჩ. კ. масла-носителя. მომზადებული მასა დაიტანეთ ინფიცირებულ ფრჩხილებზე და კანზე.

10. პრობიოტიკები

ორგანიზმის მიკროფლორის დისბალანსი შეიძლება ისეთი სოკოვანი ინფექციის განვითარების მიზეზი იყოს, როგორიცაა, ონიქომიკოზი. ყოველდღიური კვების რაციონში ჩართეთ პრობიოტიკები. შედეგად კი ხელს შეუწყობთ სოკოვანი ინფექციებისგან გათავისუფლების პროცესის ასწრაფებას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შემოთავაზებული ბუნებრივი საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.