ამ კბილის პასტას საკუთარი ხელით ვამზადებ. ის ნადების, ბაქტერიებისა და უსიამოვნო სუნის ძლიერი მტერია

დააფასეთ სიცოცხლის ყოველი წამი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

პირის ღრუ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საწყისი ნაწილია, რომლის საშუალებითაც ვიღებთ საკვებს და წყალს. სამწუხაროდ, ამავე გზით ხვდება ჩვენს ორგანიზმში მავნე მიკრობები და ბაქტერიები, რომლებიც მას შიგნიდან ანადგურებს.

დაიმახსოვრეთ, პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნება მთავარი ამოცანაა და ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

არ დაივიწყოთ ესთეტიკური ფაქტორიც, იზრუნეთ ამ ორგანოს ჯანმრთელობაზე და აირიდეთ მთელი რიგი პრობლემები.

პირველ რიგში, აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. ამ მიზნით კი, ვიყენებთ კბილის პასტებს, სავლებებს, რომელთა შემადგენლობა დატვირთულია ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებებით.

სტატიაში შემოგთავაზებთ ხელნაკეთი კბილის პასტის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც გაისუფთავებთ პირის ღრუს, გაიხალისებთ სუნთქვას და მოიშორებთ კბილებიდან ყვითელ ნადებს.

ბუნებრივი კბილის პასტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სოდა 3 ს. კ.
  • ნიმის ფხვნილი 1 ს. კ.
  • ქოქოსის ზეთი (ცივი გამოხდის) 3 ს. კ.
  • ქსილიტი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  2. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და გამოიყენეთ როგორც ჩვეულებრივი კბილის პასტა.

მოამზადეთ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული კბილის პასტა და იზრუნეთ პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.