
მხედვლობა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი გრძნობის ორგანოა. მხედველობის გაუარესებასთან ერთად ცხოვრების ხარისხიც უარესდება. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ მახვილი მზერა, უნდა იკვებოთ სწორად, უზრუნველყოთ ორგანიზმი საჭირო საკვები ნივთიერებებით და იცხოვროთ აქტიური ცხოვრებით.
შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ მხედველობისა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სამკურნალო ნაზავის შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტების სასარგებლო თვისებების წყალობით, ორგანიზმი მიიღებს აუცილებელ მიკროელემენტებს და აღადგენს მთელი სხეულის ფუნქციონირებას, განსაკუთრებით კი, თვალებისას.
ამავე დროს, ეს პრეპარატი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში.
სამკურნალო ნაზავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ალოე ვერა 100 გრ
- დაჭრილი ნიგოზი 500 გრ
- ნატურალური თაფლი 300 გრ
- 4 ცალი ლიმონის წვენი
მომზადებისა და მიღების წესები:
- პირველ რიგში, ალოეს ფოთლები კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და 10 დღით მაცივარში შეინახეთ.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ დაჭრილ ალოეს დაამატეთ დაჭრილი ნიგოზი, თაფლი, ლიმონის წვენი და აურიეთ.
- მომზადებული ნაზავის 1-2 ს. კ. მიიღეთ ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.
ეს ძალიან სასარგებლო და მკვებავი ნატურალური საშუალებაა. გისურვებთ ჯანმრთელობას!