
უამრავი სასარგებლო ნივთიერებით გაჯერებული ქოქოსის ზეთი კოსმეტოლოგიურ ზეთებს შორის ყველაზე საუკეთესოდ ითვლება. ზეთს უნიკალურს ხდის მის შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავები. აქტიურად გამოიყენება როგორც თმის, ისე ხელების, ფეხების, სახისა და ტანის კანის დასატენიანებლად და გამოსაკვებად.
1. ღამის ნიღაბი
ქოქოსის ზეთის ნიღბად გამოყენება ძალიან მარტივი, ეფექტური და ბევრად იაფია, ვიდრე ზოგიერთი კომერციული კოსმეტოლოგიური პროდუქტი. ქოქოსის ზეთი გამოიყენეთ ძილის წინ და კანს მოუტანეთ მრავალი სარგებელი:
- ამცირებს კანის სიწითლეს
- კვებავს კანს
- აღადგენს კანს
- აღიავებს თვალების ირგვლივ მუქ კანს
ქოქოსის ზეთის მცირე რაოდენობა დაიტანეთ ხელისგულზე და 1 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, თვალებისა და ტუჩების ირგვლივ კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე. დილით სახე კარგად დაიბანეთ.
2. გრძელი და ხშირი წამწამები
თუ გსურთ, გქონდეთ ლამაზი და ხშირი წამწამები ბამბის ტამპონზე დაასხით ცოტა ქოქოსის ზეთი და წაისვით წამწამებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე.
3. გაპარსვის შემდგომი ან საპარსი საცხი
ქოქოსის ზეთით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ საპარსი კრემი. გარდა ამისა, აქვს გაპარსვის შემდგომი ლოსიონის ეფექტი. ქოქოსის ზეთი ატენიანებს კანს, დეზინფექციას უკეთებს ჭრილობებს და აჩერებს სისხლდენას.
4. ატენიანებს ხელების კანს
ქოქოსის ზეთი ატენიანებს და კვებავს კანს. გირჩევთ, პატარა ბოთლით მუდამ თან იქონიოთ ქოქოსის ზეთი, განსაკუთრებით ცივ სეზონზე, და საჭიროებისამებრ წაისვით კანზე.
5. არბილებს ნუნებს
ქოქოსის ზეთი არბილებს ნუნებს და ამაგრებს ფრჩხილებს. დაიტანეთ მცირე რაოდენობით ქოქოსის ზეთი ფრჩხილებზე და გაიკეთეთ მასაჟი.
6. ცელულიტის საწინააღმდეგო საცხი
შეათბეთ ქოქოსის ზეთი. გათხევადებულ მასას დაამატეთ თაფლი (3 წილი ქოქოსის ზეთი და 1 წილი თაფლი) და ნაზავი შეიზილეთ პრობლემურ უბნებზე. სასურველია, სამოქმედოდ დაიტოვოთ მთელი დღე. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.