ჩაიწვეთეთ ეს საშუალება ორივე ყურში, რათა მარტივად გამოირეცხოთ ზედმეტი გოგირდი

ყური სმენის ორგანოა და მათი ჯანმრთელობა ფრიად მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. სმენის დაქვეითებას იწვევს როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ისე ჰიგიენის დაუცველობა და არასწორი წმენდა.

ყურის ცვილი წარმოიქმნება ყურის ჯირკვლების მიერ და წარმოადგენს სხეულის ერთ-ერთ დამცავ მექანიზმს.

მაგრამ მისი სიჭარბე შეიძლება შედეგი იყოს ყურის არხების უხარისხო დასუფთავების ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების.

ყურის ცვილის გადაჭარბებული დაგროვება ახდენს ყურის ბლოკირებას, რაც იწვევს სმენის დაქვეითბას.

სტატიაში შემოგთავაზებთ ხელნაკეთი საშუალების რეცპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ყურების ბუნებრივი გზით გაწმენდასა და სმენის აღადგენას. მოცემული პრეპარატის ეფექტურობას განაპირობებს ის, რომ ორივე ინგრედიენტი გაჯერებულია ანტიბაქტერიული,  ანტიბიოტიკური, სადეზინფექციო და ანტიმიკრობული თვისებებით.

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • თეთრი ძმარი 1 ს. კ.
  • ალკოჰოლი – 1 ს.კ. (ოჯახის არაყი ან სპირტი)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. პირველ რიგში, ინგრედიენტები აურიეთ.
  2. მომზადებული ნარევის 10 წვეთი ჩაიწვეთეთ ყურში და თავი გადაწიეთ საწინააღმდეგო მიმართულებით.
  3. 1 წუთის შემდეგ თავი გაასწორეთ და სითხეს გადმოღვრის საშუალება მიეცით.
  4. სითხესთან ერთად ყურის ზედმეტი ცვილიც უნდა გადმოვიდეს. შემდეგ მეორე ყურიც იმავე მეთოდით გამოიწმინდეთ. პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ.

ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!