ნაოჭებისა და ლაქების გაჩენის რომ არ შემეშინდეს, ამ ნიღაბს კვირაში 2-ჯერ ვიყენებ

ნაოჭები, მუქი ლაქები და გამომშრალი კანი მიუთითებს, რომ თქვენს კანს დახმარება სჭირდება. გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები და კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა.

სტატიაში შემოგთავაზებთ კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ზეითუნის ზეთი 5 წვეთი, ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი 10 წვეთი, ნატურალური იოგურტი დანამატების გარეშე 2 -3 ს. კ.

მომზადების წესი: მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ.

შემოთავაზებული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ ყელზე, მკერდზე,  ხელებზე არსებული ნაოჭებისა და კანის სხვა პრობლემების საწინააღმდეგოდ.

გამოიყენეთ მარტივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ნიღაბი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.