კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მსუბუქი წმენდა და საჭმლის მონელების გაუმჯობესებსა მარტივია ნატურალური ნახარშის დახმარებით

საჭმლის მომნელებელი ტრაქტი რთული მექანიზმია, რომელიც ძალიან ზიანდება ჩვენი ყოველდღიური მავნე ჩვევებისა და არასწორი კვების შედეგად.

არაჯანსაღი საკვები პროდუქტები გაჯერებულია ტოქსიკური ნივთიერებებით, რომლებიც მრავალი ქრონიკული დაავადების გამომწვევი მიზეზია. იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები და თქვენმა ორგანიზმა შეძლოს ნორმალურად ფუნქციონირება, მიიღეთ ჯანსაღი და სასარგებლო საკვები.

ნაწლავების ნარჩენებისგან, ლორწოსგან და ფეკალური მასებისგან გასაწმენდად გამოიყენეთ ბუნებრივი ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტებით გაჯერებული საშუალებები,  რომლებიც აწარმოებს ნაწლავის ღრმა წმენდას და შესამჩნევად აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას.

სტატიაში შემოგთავაზებთ დეტოქს სასმელის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შავი ქლიავის ჩირი 200 გრ
  • ფინიკი 200 გრ
  • წყალი 4 ჩ. ჭ.

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. წყალი აადუღეთ, დაამატეთ დაჭრილი ჩირები და 15 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ, გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
  2. მომზადებული ნახარშის 1 ს. კ. მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე.
  3. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ ნახარშის სრულ ამოწურვამდე.

მომზადებული საშუალება უზრუნველყოფს მსხვილი ნაწლავის გაწმენდას და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას. გამოიყენეთ წელიწადში ერთხელ.

მოამაზდეთ უმარტივესი ნახარში და ბუნებრივი გზით გაიწმინდეთ ნაწლავები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!