როგორ გამოვაცხოთ გემრიელი პური დიდი ნახვრეტებით

ოდესმე გიჭამიათ პური სახელწოდებით „ძროხის ჩუსტი“? რა თქმა უნდა, ნაჭამი გაქვთ! ოღონდ მისი სახელი არ იცოდით, რადგან იტალიელების გარდა სხვა ყველასთვის სიტყვა „ჩიაბატა“არაფერს ამბობს. თარგმანი საკმაოდ ზუსტად აღწერს მკვრივ, ზოგჯერ ბრტყელ და წარმოუდგენლად ჰაეროვან ცომს. სიტყვაზე, ნახვრეტებიანი პური ფიტნეს მწვრთნელებს ძალიან შეუყვარდათ.

ჩიაბატა გასაოცრად ცოტა კალორიას და შთამბეჭდავად ბევრ ნახვრეტს შეიცავს. ეს იმაზე საუბრობს, რომ სწორად გამომცხვარი ცომეული უფრო ნაკლებ ნახშირწყლებს შეიცავს, ვიდრე სხვა. ყველაფერი კი ხანგრძლივი დუღილის პროცესით: ცომი დიდხანს იზილება და ამ დროში სასარგებლო მჟავების წარმოქმნას ასწრებს.

როგორც ბევრი სხვა იტალიური კერძი, პური შეგიძლიათ სახლში გამოაცხოთ! ყოველგვარი პურის საცხობის ან სპეციალური ცომის ხაშის გარეშე. სწორედ ამიტომ, გირჩევთ ჩიაბატის რეცეპტს ყურადღება მიაქციოთ. ამ რეცეპტით ჰაეროვანი და ხრაშუნა ოქროსფერი ქერქის პურს მიიღებთ.

ინგრედიენტები:

  • 450 გრ ხორბლის ფქვილი
  • 400 მლ წყალი
  • 2 გრ საფუარი
  • 1 ჩ/კ მარილი

მომზადება:

1. ფქვილი გაცერით ფართო და მაღალ ჭურჭელში, რომელშიც ცომს მოზელთ. მარილი დაუმატეთ და აურიეთ.

2. საფუარი თბილ წყალს დაუმატეთ (ყველაფერი სწორადაა, 2 გრ საფუარი 400 მლ წყალზე). შემდეგ ნელ-ნელა საფუარიან წყალს ფქვილი დაუმატეთ და თხევადი ცომის მიღებამდე აურიეთ.

3. ახლა მთავარი: ჭურჭელს ქსოვილი დააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 12 საათით (მაქსიმუმ 20 სთ) გააჩერეთ. სწორედ ამის წყალობით ცომი გამოვა ისეთი, როგორიც ჩიაბატი უნდა იყოს.

4. დარჩენილი 50 გრ ფქვილი მაგიდას მოაყარეთ, ცომი ფრთხილად გადმოიტანეთ, ძალიან ცოტა ფქვილი მოაყარეთ და ჭურჭელი დააფარეთ. კიდევ 2-3 საათით გააჩერეთ.

5. ღუმელი საცხობ ფორმასთან ერთად 250 გრადუსამდე გააცხელეთ. ცომი ცხელ ფორმაში ქვედა  გადაიტანეთ და ღუმელში შედგით. ღუმლის ძირში ცხელი წყლით სავსე ფორმა მოათავსეთ.

6.პური ორთქლზე 20 წუთით აცხვეთ. შემდეგ წლიანი საცხობი ფორმა გამოიღეთ და კიდევ 15 წუთით აცხვეთ.

სახლში გამომცხვარი პური ლოდინს იმსახურებს. ძირითადად, იმიტომ, რომ ზუსტად იცით, რისგან არის მომზადებული. მეორეც, ეს რაღაც ახლის ცდის უნიკალური შესაძლებლობაა. მესამეც, სახლში გამომცხვარი უფრო გემრიელია. ჩიაბატა შეგიძლიათ წვნიანთან და რაგუსთან ერთად მიირთვათ ან უბრალოდ შეჭამოთ ან იტალიურ კერძს, ბრუსკეტს მიაყოლოთ. რეცეპტი გამოადგება მათ, ვინც თეთრ პურზე გიჟდება, მაგრამ წონის მატებაზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევს.