არაჟნის ტორტი ფქვილის გარეშე ღრუბელივით ნაზი და ძალიან გემრიელია

გსურთ, დესერტად მოამზადოთ რაღაც განსაკუთრებული, გემრიელი, თან ისეთი, რომ ჩაის არომატს შეესაბამებოდეს?

შემოგთავაზებთ ტორტის რეცეპტს, რომლის ქათქათა თეთრ, ფუმფულა, უფქვილო მასას ნამდვილად შეესაბამება სახელად ,,არაჟნის ღრუბლები“. მსუბუქი და ჰაეროვანი ტორტი უმარტივესი მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • კვერცხი 4 ცალი
  • გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ.
  • არაჟანი 300 გრ
  • მარილი მწიკვი
  • სიმინდის სახამებელი 3 ს. კ.
  • შაქარი 3 ს. კ.
  • შაქრის ფხვნილი 2 ს. კ.

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში კვერცხის გული და ცილა გამოყავით.

2. კვერცხის გულები შაქართან ერთად კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ გამაფხვიერებელი, არაჟანი, სახამებელი. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

3. კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, მიქსერი ამუშავეთ მაქსიმალურ სიჩქარეზე.

4. ამოყვანილი ცილა დაამატეთ არაჟნიან მასა და ფრთხილად აურიეთ.

5. აიღეთ 16 სმ დიამეტრიანი საცხობი ფორმა, ჩააფინეთ   პერგამენტი, წაუსვით ცხიმი, ჩაასხით მომზადებული მასა და გამოაცხვეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 30-35 წუთი.

6.ქაღალდი მოაშორეთ გაგრილების შემდეგ. ბისკვიტი გადაიტანეთ ლანგარზე და მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელი, ჰაეროვანი ტორტი ,,არაჟნის ღრუბლები“ მზად არის. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!