როგორ უნდა მივხვდეთ რა იწვევს რეალურად სხეულის სხვადასხვა ნაწილში ტკივილს

0
1503

ხშირად გვიწევს იმაზე მსჯელობა, თუ რა პრობლემა აქვს ჩვენს ორგანიზმს მუცლის ტკივილების გაჩენის დროს. ამიტომ წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ ორგანოსთან ასოცირდება სხვადასხვა სახის ტკივილები.

გული

გულის პრობლემების შემთხვევაში ტკივილს იგრძნობთ მკერდში და შემდეგ იგი გავრცელდება მარცხენა ხელში, მხარში და კისრის ნაწილში. სხვა ტკივილებისგან განსხვავებით გულის პრობლემები არ ასოცირდება მოძრაობის და სუნთქვის შეფერხებასთან.

თირკმელები

თირკმელების ტკივილი ხშირად ზურგის ტკივილში ერევათ, თუმცა როგორც წესი ამ ორგანოს ტკივილი ნეკნების ქვეშ იგრძნობა, ხოლო კუნთების ტკივილი ოდნავ უფრო დაბლა. თირკმელის ტკივილ ასევე შეიძლება ფეხშიც გავრცელდეს.

პატარა ნაწლავი

ამ ორგანოს ტკივილი ჭიპის არეში იგრძნობა. თუკი ეს გადახრისას დისკომფორტს შეგიქმნით, აუცილებლად ეწვიეთ ექიმს.

დიდი ნაწლავი

დიდი ნაწლავის ტკივილები მუცლის დაბლითა არეში იგრძნობა, მარჯვენა მხარეს.

ფილტვები

თვითონ ფილტვები ტკივილს ვერ გრძნობენ, რადგან ამ ორგანოს ნერვული დაბოლოებები არ გააჩნია. თუმცა, ფილტვების პრობლემების დროს ყრუ ტკივილს იგრძნობთ მკერდის არეში. ამას ასევე თან ახლავს ხველება და სუნთქვის პრობლემები.

აპენდიქსი

აპენდიქსის ტკივილმა მთელი მუცლის არე ან მისი სხვადასხვა ნაწილები შეიძლება მოიცვას. ის ასევე შეიძლება გავრცელდეს მარჯვენა ბარძაყში. აპენდიქსის პრობლემების სიმპტომებია ასევე გულისრევა, სიცხე, დიარეა ან შეკრულობა.

მუცელი

მუცლის პრობლემების დროს ტკივილი მის ცენტრალურ არეში ჩნდება და იგივე დონეზე შეიძლება გაჩნდეს ზურგის არეშიც.

ნაღვლის ბუშტი და ღვიძლი

ამ ორგანოების პრობლემებმა შეიძლება ტკივილები გამოიწვიონ მუცლის მაღლითა, მარჯვენა ნაწილში. ასეთი ტკივილი შეიძლება გადავიდეს ზურგის მხარეს, იგივე არეში. ღვიძლის პრობლემები ასევე ასოცირდება პირში ცუდი გემოს გაჩენასთან და სიყვითლესთან.

პანკრეასი

პანკრეასის პრობლემები მუცლის ზედა შუა ნაწილში იწვევს ტკივილებს. თუმცა, შედარებით მსუბუქი ტკივილი შეიძლება გავრცელდეს მთლიანი მუცლის არეში. თუკი ტკივილი მართლაც პანკრეასის მიერაა გამოწვეული, ის უფრო მეტად გაძლიერდება ზურგზე დაწოლისას და ჭამის შემდეგ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here