კიტრის ლეჩო ზამთრისათვის. ისეთი გემრიელი გამოდის, თითებს ჩაიკვნეტთ

შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს. ლეჩო კიტრით ისე მოგეწონებათ, რომ თითებს ჩაიკვნეტთ. სალათი უმარტივესი მოსამზადებელია.

ლეჩოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: პომიდორი 1,5 კგ., ბულგარული წიწაკა (წითელი) 300 გრ., კიტრი 2,5 კგ., სტაფილო 300 გრ., ზეთი 0,5 ჩ. ჭ., ნიორი 1 თავი, მწარე წიწაკა 2 ცალი, ძმარი 9%-იანი 100 მლ., შაქარი 0,5 ჩ. ჭ., მარილი 1-2 ს. კ.

მომზადების წესი: კანგაცლილი პომიდორი, ნიორი და მწარე წიწაკა  გაატარეთ და მომზადებული მასა ცალკე გადადეთ. წითელი ბულგარული წიწაკა დაჭერით სიგანზე თხელ ნაჭრებად. სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე. კიტრი არ გათალოთ, გაყავით ოთხ ნაწილად (სიგრძეზე გაჭერით ჯვარედინად), შემდეგ სიგანეზე დაჭერით. დაჭრილი კიტრის სიგრძე უნდა იყოს  5 სანტიმეტრი. შემდეგ სტაფილო და ბულგარული 10 წუთის განმავლობაში მსუბუქად მოთუშეთ ტაფაზე (დაასხით ცოტა ზეთი).

აიღეთ სქელძირიანი ქვაბი. ჩაასხით მასში პომიდვრიანი მასა,  დაამატეთ მოთუშული ბულგარული და სტაფილო, კიტრი, მარილი, შაქარი და აურიეთ. დაასხით ზეთი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.  სრულ მომზადებამდე 5 წუთით ადრე დაამატეთ ძმარი.

მომზადებული კერძი გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში, მოხუფეთ, ამოაბრუნეთ და შეფუთეთ.

გემრიელად მიირთვით!