ეს საიდუმლო დაგეხმარებათ წელის ზომის შემცირებაში დღეში 5 წუთიანი აქტივობით

მასაჟი თქვენი კუნთების მოდუნებასთან ერთად ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაშიც გეხმარებათ. კარგი სხეულის ფორმების მისაღებად ლიმფური მასაჟი საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ საუკეთესო მასაჟის მეთოდებს, რომელსაც დღეში 5 წუთზე მეტი არ სჭირდება შესასრულებლად:

საჯდომის ფორმების გამოკვეთა

ფეხის მაღლითა ნაწილიდან ააყოლეთ თითის წვერები წრიული მოძრაობით საჯდომის მაღლითა წერტილამდე.

ძლიერი ფეხები

ცერა თითების დახმარებით დააწექით საზარდულის არეს მის დასაჭიმად. ეს წერტილი ტოქსინების გამოდევნის სტიმულირებას ახდენს და ცელულიტთან ბრძოლაში გეხმარებათ.

გაილამაზეთ მუხლები

მუხლები ასევე თქვენი სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილია. მეტი კომფორტისთვის დაჯექით სკამში, დაიწყეთ მუხლის ზედა ნაწილიდან და ნელი მოძრაობებით გადაინაცვლეთ დაბლითა ნაწილისკენ. გამოიყენეთ წრიული მასაჟის მეთოდი მუხლის ირგვლივ არსებული კანის მასაჟისთვის.

იდეალური ფეხები

ამ ვარჯიშის შესასრულებლად უნდა დაწვეთ ძირს და ამოიდოთ ფეხების ქვედა ნაწილის ქვეშ ბალიშები. აწიეთ ერთი ფეხი მკერდისკენ და ასეთ პოზაში დაიმასაჟეთ მისი ქვედა ნაწილის კუნთები ორივე ხელით, მოკლე წრიული მასაჟის მეთოდით. გამოიყენეთ ყველა თითი და დააწექით ოდნავ ძლიერად. შემდეგ დაისვენეთ.

დელიკატური კოჭები

შემოავლეთ ბეჭდის მსგავსად ორივე ხელი კოჭებს და დაიწყეთ მისი მასაჟი, თანმიმდევრულად აუყევით ფეხს მაღლა, მუხლის უკანა ნაწილამდე. მალე ფეხი ძალიან დაგიფასებთ ასეთ პოზიტიურ ცვლილებებს.

გაითვალისწინეთ:

დაახარჯეთ მინიმუმ 1 წუთი ყველა არეს
თავიდან კუნთებში იგრძნობთ განტვირთვას, შემდეგ კი ცვლილებები ვიზუალურად შესამჩნევი გახდება.
თუ დაიწყებთ ჯანსაღი დიეტის დაცვას და მიიღებთ ბევრ სითხეს, შედეგები უფრო მალე გამოჩნდება.
კარგი იქნება სპეციალისტისგან რეკომენდაციის მიღება მსგავსი ვარჯიშების დაწყებამდე.