გასწავლით, როგორ შეიმციროთ ლაქები და ნაოჭები ყავის დახმარებით

ყავა ბუნებრივი პროდუქტია, რომელსაც დიდი სარგებლობა მოაქვს კანისთვის. ყავის გამწმენდი თვისებების წყალობით შეძლებთ კანზე არსებული ტოქსინებისა და ცხიმების მოშორებას.

ქალბატონებს სურთ, გლუვი და ნათელი კანი ჰქონდეთ და ამის მისაღწევად თანხებსა და დროს არ იშურებენ. სამწუხაროდ, ხშირად დრო დროდ იხარჯება, თანხაც ფუჭად იყრება, რადგან სასურველი ეფექტის მიღწევა შეუძლებელია .

ბუნება შემოქმედია. მის წიაღშიც უხვად მოიპოვება მარტივი, ყველასთვის ხელმისაწვდომი, უამრავი სასრგებლო ნივთიერებითა და ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტები, რომლებიც მოგაშორებთ კანზე არსებულ დეფექტებს, ლაქებს, სტრიებს, ნაოჭებსა და მუწუკებს.

შემოგთვაზებთ ყავის ბაზაზე მომზადებული სკრაბის რეცეპტს, რომლის წყალობითაც მიაღწევთ კანის ღრმა წმენდას.

ყავა ფართო სპექტრის ანტიოქსიდანტია, რომელიც კანს ანიჭებს სიგლუვეს, აშორებს მკვდარ უჯრედებს და ადვილად აღწევს ღრმა წმენდას.

ზეითუნის ზეთი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც კანს უნარჩუნებს ელასტიურობას, ატენიანებს, არბილებს, აფერხებს დაბერების პროცესს.

ლიმონი (იგივე ეფექტი აქვს ფორთოხალის წვენს, ვაშლის, ატამის, გარგარის, კივის პიურეს, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი) წმენდს კანს ზედმეტი ცხიმებისგან, რომლებიც იწვევს მუწუკების გაჩენას, ათეთრებს და მოგაშორებთ გამაღიზიანებელ პიგმენტურ ლაქებს.

სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:  ყავა 2 ს. კ., ზეითუნის ზეთი 1 ს. კ., ლიმონის წვენი 1 ს. კ., წვრილად დაფქვილი ზღვის მარილი ნახევარი ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

1. აიღეთ მინის ჭურჭელი და მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ.

2. სკრაბის გამოყენებამდე სახე გაიწმინდეთ, რათა ინგრედიენტების სასარგებლო თვისებები კანმა მარტივად შეიწოვოს.

3. მომზადებული მასა დაიტანეთ სახის კანზე, ყელზე, მკერდის მიდამოებში, ხელებზე და წრიული მოძრაობებით ფრთხილად შეიზილეთ. დაიყოვნეთ 10 წუთი, შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. საპონი არ გამოიყენოთ. პირსახოცით მსუბუქად შეიმშრალეთ და თხელ ფენად გადაისვით ქოქოსის ზეთი.

4. სკრაბი გამოიყენეთ საღამოს (განსაკუთრებით გაითვალისწინონ მათ, ვინც ლიმონს იყენებს).

5. შემოთავაზებული სკრაბით სახე გაიწმინდეთ კვირაში 2-ჯერ. იდეალურია ნებისმიერი ტიპის კანისთვის.

ნუ გადაიხდით ზედმეტს, ცადეთ ბიუჯეტური და ბუნებრივი პროდუქტებით დატვირთული საშუალებები და იზრუნეთ, რომ კიდევ დიდი ხნით შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე.