როგორ გავიძლიეროთ და გავიახალგაზრდავოთ სახსრები საშინაო საშუალებებით

874

ჩვენი წინაპრებისა და ხალხური მედიცინის წყალობით შემოგვრჩა ნატურალური საშუალებებით გაჯერებული რეცეპტები, რომლებიც დაგეხმარებათ სახსრებისა და მყესების მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

მყესები და სახსრები სხეულის ძირითადი ნაწილებია, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ისინი იფიტება, რაც იწვევს ძლიერ  ტკივილს.

1. ჟელატინი

ჟელატინი შეიცავს უამრავ მკვებავ ნივთიერებას, რომელთაც აქვთ აღდგენის ეფექტი. ამასთანავე ის აუმჯობესებს კანის, თმებისა და ფრჩხილების მდგომარეობას.

როგორ მოვამზადოთ ჟელატინიანი საშუალება

საჭირო იგრედიენტები:

  • თაფლი 2 ს. კ.
  • ბანანი 1 ცალი
  • ფორთოხლის წვენი (1 ცალი)
  • ჟელატინი 1 ჩ. კ.
  • თბილი წყალი 150 მლ

ჩაალბეთ ჟელატინი წყალში, დაამატეთ ყველა იგრედიენტი და დააბლენდერეთ. მომზადებული საშუალება გამოიყენეთ დღეში ერთხელ. მისი გამოყენება ეფექტური იქნება თუ მოიხმართ კვირაში 3-4-ჯერ.

2. შვრიის ქერქის საშუალება

შვრიის ქერქი ეფექტური საშუალებაა მყესებისა და სახსრების სამკურნალოდ. ის შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, მაგნიუმს, სილიციუმს, რომლებიც ფლობს რეგენერაციის უნარს. უმჯობესია, შემოთავაზებული საშუალება მიირთვათ საუზმესთან ერთად, სანამ არ გექნებათ შედეგი.

საჭირო იგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი 2 ს. კ.
  • ცეილონის დარიჩინის ფხვნილი 1 ჩ. კ.
  • ფორთოხლის წვენი 100 მლ
  • დაჭრილი ნუში ან სეზამის თესლი 40 გრ
  • თაფლი 2 ს. კ.
  • წყალი 200 მლ

მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ.

3. ჭინჭრის ჩაი ლიმონით

ჭინჭარი ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო უებარი ბუნებრივი პროდუქტია. მას აქვს უნარი შეგიმსუბუქოთ სახსრებისა და მყესების ტკივილი. ლიმონის წვენისა და ჭინჭრის კომბინაციას დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისათვის.

საჭირო იგრედიენტები:

  • ჭინჭრის ფხვნილი 1 ს. კ.
  • ლიმონის წვენი 3 ს. კ.
  • წყალი 1 ლ

თერმოსში ჩაყარეთ ჭინჭარი, დაასხით წყალი, დააყოვნეთ 20-30 წუთი, გაფილტრეთ, გააციეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი, ცოტა თაფლი. ჩაასხით მინის ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.

მიიღეთ 100 მლ ჭამის დროს დღეში 2-ჯერ, მაგრამ ყოველ დღე არ დალიოთ, უმჯობესია, მიიღოთ კვირაში 3-4-ჯერ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ  ხალხური ბუნებრივი პროდუქტებით გაჯერებული რეცეპტები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.