გამონაყარი და ასაკობრივი ლაქები ბოლომდე გაქრება, თუ იაფ და ხელმისაწვდომ ნაზავს გამოიყენებთ

ასპირინი კანის სილამაზის დამცველია. გამოიყენეთ ეს საოცარი მედიკამენტი და გაიწმინდეთ კანი ლაქებისგან, ფერიმჭამელებისგან (აკნე). ასპირინი კანის პრობლემების საუკეთსო მკურნალია.

სტატიაში შემოგთავაზებთ ასპირინის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ფერიმჭამელებისა და მათი ნაწიბურების შემცირებას.

ნიღაბი ეფექტურად წმენდს კანს, ათანაბრებს ტონს, მოგაშორებთ ლაქებს.

ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ნიღაბი ეფექტურად ებრძვის აკნესგან გამოწვეულ ინფექციებს,  არბილებს კანს და ანიჭებს სიგლუვეს.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ასპირინი 3 აბი, ლიმონის წვენი (30 მლ) 3 ს. კ.

მომზადების წესი: ასპირინი წმინდად დაფხვენით, დაამატეთ ლიმონის წვენი და აურიეთ. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და თანაბრად გაინაწილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ლიმონის წვენი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თბილი წყლით ან თაფლიანი მაწვნით.

მოამზადეთ უმარტივესი ნიღაბი და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.