თუ ზედმეტი კილოგრმების მოშორება გსურთ, მიირთვით ძილის წინ ნატურლური სასმელი

სტატიაში შემოგთავაზებთ სასმელის რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ ნივთიერებათა ცვლის ასწრაფებას და ყოველგვარი დიეტებისა და ვარჯიშების გარეშე მოიშორებთ ცხიმებს ყველაზე პრობლემური ადგილიდან, მუცლიდან.

სასმელი ვიტამინების კრებულია, რომელიც გარდა მეტაბოლიზმის ასწრაფებისა, გაგიძლიერებთ იმუნიტეტს, გაგიუმჯობესებთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას და, რაც მთავარია, ორგანიზმს გაგიჯერებთ აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.

სასმელის შემადგენლობაში შედის ოხრახუში, კიტრი, ლიმონი, ჯანჯაფილი, ალოე ვერა. ყველა ინგრედიენტი ბუნებრივია და თითოეულს დიდი სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის.

  • ოხრახუში მდიდარია მინერალებით, ვიტამინებითა და  ანტიოქსიდანტებით. ის ბუნებრივი შარდმდენია.
  • კიტრი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა, ხელს უწყობს ცხიმების წვას.
  • ლიმონის წვენი ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებსა და სხვა მავნე ნივთიერებებს.
  • ჯანჯაფილი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ასწრაფებას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი კიტრი
  • 1 ცალი ლიმონი
  • 1 ს. კ. ალოე ვერა
  • 1 ჩ. კ. გახეხილი ჯანჯაფილი
  • 1 კონა ოხრახუში

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და მომზადებული სასმელი მიიღეთ ძილის წინ.

მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და მოიშორეთ ცხიმები წელის არეში. გახსოვდეთ, წონის დასაკლებად და სხეულის მიმზიდველი ფორმების მოსაპოვებლად მხოლოდ დიეტის დაცვა ყოველთვის არ არის საკმარისი. მიუდექით ამ საკითხს გონივრულად და იზრუნეთ მეტაბოლიზმის დაჩქარებაზე, რათა უმოკლეს ვადაში შეძლოთმიღებული შედეგით ტკბობა.