სასმელი სამი ერთში: წმენდს ნაწლავებს, აჩქარებს მეტაბოლიზმს და აწესრიგებს შაქრის დონეს

თითოეული ადამიანი ვალდებულია იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე, მიაწოდოს ორგანიზმს საჭირო ნედლეული და ხელი შეუწყოს მის სწორად ფუნქციონირებას. არაჯანსაღი საკვების მიღების შედეგად დაგროვილი ტოქსინებისგან გასათავისუფლებლად ჩვენი ორგანიზმი იყენებს ყველა მეთოდს.

სწორედ ამიტომ ითვლება, რომ კარგი კვება ჯანმრთელობის გასაღებია! შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც გაიწმენდთ ორგანიზმს ტოქსინებისგან და სხვა მავნე ნივთიერებებისგან.

ისეთ ორგანოს როგორიც ნაწლავებია სჭირდება დახმარება, რადგან იქ იყრის თავს ტოქსინები და მავნე ნივთიერებები. გადაჭარბებულ დატვირთვას ნაწლავები, ღვიძლი და სხვა ორგანოები ვერ უმკლავდება, შედეგად კი ტოქსინები და ნარჩენები გროვდება, რაც იწვევს მრავალი დაავადების გავრცელებას.

დადასტურებულია, ნაწლავების რეგულარული პრობლემების დროს შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბების საფრთხე 2-ჯერ იზრდება.

მაშასადამე, ვალდებული ვართ ვიზრუნოთ ნაწლავების გაწმენდაზე, რათა ავირიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი პრობლემები.

შემოთავაზებული უნიკალური სასმელი უზრუნველყოფს ნაწლავების გაწმენდას, აღადგენს ორგანიზმის ფუნქციონირებას და განსაკუთრებით ეფექტურია დიაბეტისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის.

დეტოქს სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: კუბიკებად დაჭრილი პაპაია ¾ ჩ. ჭ., ნუშის რძე ½ ჩ. ჭ., შვრიის ფანტელი ½ ჩ. ჭ., დაფქვილი დარიჩინი ¼ ს. კ.

მომზადების წესი: მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ და ნაწლავის პანაცეაც მზად არის.

მიღების წესი: სასმელი მიიღეთ მომზადებისთანავე, რათა ორგანიზმა სრულად შეითვისოს ყველა მისი სარგებელი. გისურვებთ ჯანმრთელობას!