10 ხერხი სახლის პირობებში დახეთქილი ქუსლების მოსავლელად და ლამაზი ფეხების მისაღებად.

1277

თუკი საჯაროდ ქუსლების გამოჩენა გეუხერხულებათ დაბზარული კანის გამო, მაშინ ეს მეთოდები თქვენ ძალიან გამოგადგებათ. მათი საშუალებით ფეხის ჰიგიენას იდეალურად მოუვლით და ქუსლების სილამაზეს სწრაფად და ეფექტურად დაიბრუნებთ:

ლისტერინი და ძმარი

აურიეთ ერთმანეთში ერთი ჭიქა ლისტერინი, ერთი ჭიქა თეთრი ძმარი და 2 ჭიქა წყალი. ჩაალბეთ ფეხები მიღებულ სითხეში 15 წუთით, შემდეგ ამოიღეთ და გახეხეთ ფეხის კანი პემზას ქვით მკვდარი კანის უჯრედების მოსაშორებლად. გაიმშრალეთ ფეხები და დაიტენიანეთ მაზით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე ქუსლების გაჯანსაღებამდე.

ბრინჯის ფქვილი, თაფლი და ძმარი

აურიეთ 3 ს/კ ბრინჯის ფქვილი, 1 ს/კ თაფლი და 2-3 წვეთი ვაშლის ძმარი. კარგად მოურიეთ პასტის მიღებამდე, შემდეგ კი ჩაალბეთ ფეხები თბილ წყალში 10 წუთით. ამის შემდეგ გაიხეხეთ ქუსლები მიღებული პასტით მკვდარი კანის უჯრედების მოსაშორებლად. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში სამჯერ.

ბანანი

დაჭყლიტეთ 2 მწიფე ბანანი და მირებული პასტა წაისვით ტერფების მთლიან ზედაპირზე 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ სუფთა წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე დაძინების წინ, 2 კვირის განმავლობაში.

თაფლი

თბილი წყლით სავსე აბაზანას დაუმატეთ ერთი ჭიქა თაფლი და ჩაალბეთ ფეხები მასში, შემდეგ კი გაიკეთეთ მასაჟი 20 წუთის განმავლობაში. ნაზად გაიხეხეთ კანი პემზის ქვით და ფეხების გაშრობის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი. გაიმეორეთ რეგულარულად.

მცენარეული ზეთი

წაისვით სუფთა ფეხებზე ზეთის სქელი ფენა და ჩაიცვით ზემოდან კომფორტული წინდები. დატოვეთ ასე ფეხები მთელი ღამით. ამ მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ ყოველდღე.

Vicks VapoRub

დაწოლის წინ წაისვით Vicks VapoRub-ის სქელი ფენა ფეხებზე და დაიმასაჟეთ 5 წუთით, შემდეგ კი ჩაიცვით ბამბის წინდები. დილით დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით. ეს პროცედურა შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღე.

საცხობი სოდა

ჩაყარეთ 3 ს/კ საცხობი სოდა თბილი წყლით სავსე ჯამში და აურიეთ მის დაშლამდე. ჩაილბეთ ნაზავში ფეხები 15 წუთით და შემდეგ გაიხეხეთ კანი პემზის ქვით. მერე კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ ფეხები. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ.

ალოე ვერას გელი

ჩაალბეთ ფეხები თბილ წყალში და გაიხეხეთ პემზის ქვით კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად. შემდეგ გაიმშრალეთ ფეხები და წაისვით მათზე ალოე ვერას გელის სქელი ფენა. შემდეგ ჩაიცვით ბამბის წინდები და დაიძინეთ. დილით დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით. ამ მეთოდის გამეორება შეგიძლიათ კვირაში ხუთი ღამის განმავლობაში მიყოლებით.

ვაზელინი და ლიმონის წვენი

ჩაალბეთ ფეხები თბილ წყალში 20 წუთით და შემდეგ გაიმშრალეთ. აურიეთ 3-4 წვეთი ლიმონის წვენი 1 ს/კ ვაზელინში და წაისვით ნაზავი გამშრალებული ქუსლების ბზარებზე. შემდეგ ჩაიცვით მატყლის წინდები და დატოვეთ ასე მთელი ღამე. დილით დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა რეგულარულად, ძილის წინ.

ეპსომის მარილი

ფეხის აბაზანა გაავსეთ თბილი წყლით და დაუმატეთ მას ნახევარი ჭიქა მარილი. კარგად აურიეთ და ჩაალბეთ მასში ფეხები 15 წუთით. შემდეგ გაიხეხეთ კანი მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად. გაიმეორეთ კვირაში სამჯერ.