ოქროსფრად დაბრაწული კორჟიკები იოლი მოსამზადებელია. გავიხსენოთ გემო სკოლის სასადილოებიდან

ყველას გახსოვთ ალბათ ბავშვობის უბედნეიერესი ხანა, სკოლის სასადილო და ყველასთვის საყვარელი ოქროსფრად დაბრაწული კორჟიკები. ეს გემრიელი და ტკბილი ორცხობილები თქვენს პატარებსაც ძალიან მოეწონებათ. კორჟიკი უმარტივესი მოსამზადებელია და ინგრედიენტებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი.

კორჟიკის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ფქვილი 2,5-3 ჩ. ჭ., რძე 100 მლ., კვერცხი 1 ცალი, დარბილებული მარგანინი100 გრ., შაქარი 1 ჩ. ჭ., სოდა/ძმრით თითო-თითო ჩაის კოვზამდე.

მომზადების წესი: კვერცხი, შაქარი და მარგანინი ათქვიფეთ, დაამატეთ ვანილი, რძე, სოდა/ძმრით, ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.

მომზადებული ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გააბრტყელეთ 1 სმ-ის სისქეზე. დაჭერით მრგვალად, ზემოდან გადუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. უგემრიელესი კორჟიკები 15 წუთში მზად იქნება. მოამზადეთ კორჟიკები და გაიხსენეთ ბავშვობა.