მსუბუქი საფაღარათო ნარევი დაგიცლით და გაგიწმენდთ ნაწლავებს მავნე ნარჩენებისგან

ყაბზობას იწვევს არასაკმარისი რაოდენობით მიღებული ბოჭკოები და წყალი, პასიური ცხოვრების წესი, მედიკამენტები, სტრესები, უძილობა, ასაკი.

ეს პრობლემა შეიძლება ყველა ადამიანს აწუხებდეს, მაგრამ არსებობს უამრავი ნატურალური საშუალება, რომელიც უმარტივესი გზით მოგიგვარებთ მას.

სტატიაში შემოგთავაზებთ საფაღარათო მურაბის რეცეპტს,  რომელიც უმარტივესად მოსამზადებელია. მიჰყევით მოცემულ მითითებას და მოამზადეთ ბუნებრივი სამკურნალო საშუალება.

საჭირო იგრედიენტები:

  • კურკაგამოცლილი ფინიკი 150 გრ
  • შავი ქლიავი 150 გრ
  • ადუღებული წყალი 5 ჩ. ჭ. (თუ გსურთ მურაბა უფრო სქელი გამოგივიდეთ, მაშინ ანაკლები რაოდენობის წყალი დაასხით)

მომზადების წესები:

  1. დაჭერით ფინიკი და შავი ქლიავი პატრა ნაჭრებად.
  2. ჩაყარეთ ისინი ადუღებულ წყალში და ადუღეთ სანამ მასა არ გასქელდება.
  3. შემოთავაზებული იგრედიენტებით მოამზადებთ 20 ულუფას. მიიღეთ დღეში 1 ს. კ.
  4. შეგიძლიათ მურაბა დაამატოთ თქვენს საუზმეს, ფაფას, იოგურტს.
  5. ნაზავის მიღება რეკომენდებულია ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის.

თუ თქვენ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაქვთ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

მოამზადეთ უმარტივესი, უგემრიელსეი და უძლიერესი სამკურნალო საშუალება და ბუნებრივი გზით გაიწმინდეთ ნაწლავები.