ასაკობრივი ლაქებისა და ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლაში ოხრახუშის ლოსიონი ძალიან დაგეხმარებათ

ასაკთან ერთად კანი ხდება ნაკლებად ელასტიური და მცირდება მისი სიგლუვე, სიმტკიცე, რაც ნაოჭებისა და ასაკობრივი ლაქების გაჩენის მთავარი მიზეზია.

უამრავი კომერციული საშუალება არსებობს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ კანზე არსებული ნაკეცების გასწორებას, ნაოჭებისა და მუქი ლაქების მოშორებას. სამწუხაროდ, მათი შეძენა ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი.

დედაბუნება შემოქმედია, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები და ზემოთ მოცემული პრობლემები მოიგვარეთ ბუნებრივი გზით,  ~შედეგიც ეფექტური გექნებათ და თანხებსაც დაზოგავთ.

ამჯერად, შემოგთავაზებთ ლოსიონის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ კანის ტონის გათანაბრებაში, გაგათავისუფლებთ ლაქებისგან და ჭორფლებისგან.

ლოსიონის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დაჭრილი ოხრახუში 2 ს. კ.
  • ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი 1 ჩ. კ.
  • წყალი 200 მლ.

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. ადუღებულ წყალს დაამატეთ ოხრახუში და ადუღეთ 15 წუთი. გააგრილეთ და დაამატეთ ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი.
  2. ყოველ საღამოს, წინასწარ კარგად გაწმენდილ კანზე წაისვით ლოსიონი.

თუ ამ საშუალებას ყოველდღე გამოიყენებთ, უკვე ერთ თვეში გასაოცარ შედეგს მიიღებთ: ნაოჭები და ლაქები ნაკლებად შესამჩნევი გახდება, გამონაყარი გაქრება, კანის ტონი გათანაბრდება და ა.შ.