გსურთ, ცხიმიანი თმისგან გათავისუფლება, მაგრამ არ იცით როგორ მოიქცეთ? თქვენ გჭირდებათ ეპსომის მარილი, რომელიც არის მაგნიუმის სულფატის მინერალური ნაერთის კრისტალიზებული ფორმა. მისი შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში და სუპერმარკეტებში.
ეპსომის მარილს იყენებენ აბაზანების მისაღებად, რადგან ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხსნის კუნთების ტკივილს.
მაგნიუმის სულფატის ეს ფორმა ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიურ პროცედურებში, მებაღეობასა და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. განსაკუთრებით ეფეტურია თმის ცხიმიანობის შესამცირებლად, წმენდს თავის კანს, აგრეთვე ატენიანებს გამომშრალ თმას.
შემოგთავაზებთ ეპსომის მარილის გამოყენების მარტივ მეთოდს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია. ამავე დროს, საოცრად ეფექტურია და არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები.
უბრალოდ, თქვენი შამპუნის ბოთლს, რომელსაც რეგულარულად იყენებთ, დაამატეთ 2 ს. კ. ეპსომის მარილი და კარგად შეანჯღრიეთ.
გამოყენების წესი:
- დაისველეთ თმები, შამპუნი შეანჯღრიეთ და დაისხით ხელის გულზე, ააქაფეთ, დაიტანეთ თმაზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში შეიზილეთ თმის ძირებსა და თავის კანზე.
- შემდეგ ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ და საჭიროების მიხედვით, პროცედურა კვლავ გაიმეორეთ. პირველივე პროცედურის შემდეგ ნარევი მოგაშორებთ ცხიმს და მკვდარ უჯრედებს თავის კანიდან, გამოყენების ხანგრძლივვადიან პერსპქეტივაში კი მოაწესრიგებს ცხიმის ჯირკვლების მუშაობას და დააჩქარებს თმის ზრდის პროცესს.
გამოიყენეთ უმარტივესი საშუალება და თავი დააღწიეთ ისეთ უსიამოვნო პრობლემას როგორიც ცხიმიანი თმაა.