ჩემი კანის ტონი თანაბარია, თავისუფალი ლაქებისა და ნაოჭებისგან, რაც ამ მარტივი საშუალების დამსახურებაა

შემოგთავაზებთ უმარტივესი ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული იაპონური ნიღაბის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეაფერხებთ დაბერების პროცესს, უმოკლეს დროში აღადგენთ კანის ელასტიურობას და რამდენიმე წლით შეძლებთ გაახალგაზრდავებას.

ნიღაბის ძირითადი ინგრედიენტია ბრინჯი. ეს საოცარი პროდუქტი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. ბრინჯი საუკეთესოა კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

მოცემული ნიღაბი აახალგაზრდავებს კანს, მოგაშორებთ ლაქებს, კანს ანიჭებს სიმკვრივესა და ელასტიურობას, აქვს დამატენიანებელი ეფექტი, ამცირებს კანის ანთებას.

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ბრინჯი 3 ს. კ.
  • რძე 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ს. კ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. ბრინჯი მოათავსეთ პატარა ქვაბში დაასხით წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ადუღების შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ კიდევ 3 წუთი. ბრინჯი გადაწურეთ და ჩაჭყლიტეთ. რძე შეათბეთ, დაამატეთ თაფლი, დაასხით ბრინჯს და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სახის საოცარი ნიღაბიც მზად არის.
  2. სახე გაიწმინდეთ და მომზადებული მასა ნაზი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე და დაიტოვეთ სრულ გაშრობამდე, დაახლოებით, 15 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.

მოცემული ნიღაბის მთავარი დანიშნულებაა დაბერებისა და გაუწყლოების წინააღმდეგ ბრძოლა. აუცილებელია, დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლ წყლის დალევა.