თუ კანზე ყავისფერი ლაქები გაგიჩნდათ, ეს საშინაო საშუალებები ძალიან დაგეხმარებათ

ყავისფერი ლაქების წარმოქმნა დაკავშირებულია ესტროგენებთან და პროგესტერონებთან, რომლებიც ზრდიან მელანინის წარმოებას. სწორედ ეს პიგმენტი ანიჭებს ფერს ჩვენს კანს და აგრეთვე, იწვევს ყავისფერი ლაქების წარმოქმნას.

ეს პრობლემა გაცილებით ხშირია შავგვრემანებსა და მუქი კანის მქონე ადამიანებში. კანზე ყავისფერი ლაქების წარმოქმნის ყველაზე გავრცელებულ მიზეზთა შორის აღსანიშნავია გენეტიკა, შფოთვა, სტრესები, ზოგიერთი მედიკამენტი და კოსმეტოლოგიური საშუალება, ორსულობა და ა.შ.

ამ უსიამოვნო ლაქების წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლების პრობლემები. შემოგთავაზებთ ბუნებრივ ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებულ საშუალებათა რეცეპტებს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ ამ უსიამოვნო პრობლემისგან თავის დაღწევას.

1. ბადრიჯანი

გატარეთ რბილი (კარგად შემოსული) ბადრიჯნი და დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, სამოქმედოდ დაიყოვნეთ 15 წუთი. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.

2. კვერცხი

ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ფუნჯით შეიზილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. ნარჩენები 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ, სასურველი შედეგის მიღებამდე, ყოველდღე. მუქი ლაქები თანდათან შესამჩნევად მცირდება.

3. რძის ფხვნილი, ლიმონი და თაფლი

ნიღაბის მოსამზადებლად აიღეთ 2 ჩ. კ. ლიმონის წვენი, 4 ჩ. კ. თაფლი, 2 ჩ. კ. რძის ფხვნილი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მიღებილი პასტისებური მალამო დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. ნიღაბი 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ, წაისვით მაწონი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. სახე დაიბანეთ თბილი წყლით.

4. ხახვი და ძმარი

გაატარეთ ხახვი, დაამატეთ ვაშლის ძმარი და კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ მალამოსებური მასა, ამიტომ ინგრედიენტთა რაოდენობა განსაზღვრეთ საჭიროების მიხედვით. ნარევი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე (უშალოდ ლაქაზე), გაიჩერეთ 10 წუთი, დაიბანეთ და წაისვით მცირე რაოდენობის ნუშის ან ქოქოსის ზეთი.

5. კურკუმა

ანტიოქსიდანტური თვისებებით გაჯერებული კურკუმა კანის გასათეთრებლად საუკეთესო საშუალებაა. აურიეთ 5 ჩ. კ. კურკუმა და 10 ჩ. კ. რძე. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანის დაზიანებულ ადგილებზე, დაიტოვეთ 20 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბი უნდა გამოიყენოთ ძილის წინ.

6. ალოე ვერას წვენი

ლორწოვანი პოლისაქარიდების შემცველობის წყალობით ალოე ვერა ხელს უწყობს კანის ჰიპერპიგმენტაციის შემცირებას და კანის მკავდარი უჯრედების აღმოფხვრას. დაიტანეთ სახის კანზე ალოეს წვენი და სამოქმედოდ დაიტოვეთ 30-40 წუთი.

7. შვრია

შვრია საუკეთესო ამქერცლავი საშუალებაა. იგი ხელს უწყობს მუქი ლაქების მოშორებას. ნიღაბის მოსამზადებლად აიღეთ 2 ჩ. კ. რძე, 2 ჩ. კ. შვრია და 1 ჩ. კ. თაფლი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და თხელ ფენად გადაისვით თქვენთვის სასურველი მალამო ან ზეთი.

C ვიტამინით შეძლებთ პიგმენტური ლაქების შემცირებას. რეგულარულად ჩატარებული სათანადო მკურნალობით ყავისფერი ლაქები ქრება. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ისინი შეიძლება კვლავ გაჩნდეს. აქედან გამომდინარე, დაიცავით კანი მზის სხივების ინტენსიური ზემოქმედებისაგან, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას. გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე!