მოაშორეთ სამოსს ბუსუსები წვერის საპარსის დახმარებით
აიღეთ თქვენი რომელიმე სამართებელი და ჩამოუსვით ტანსაცმლის ზედაპირს ფრთხილად. ზედმეტად სწრაფმა მოძრაობამ შესაძლოა ხვრელის გაჩენა გამოიწვიოს.
დაუბრუნეთ ტანსაცმელს ძველებული ფერები ყინულის დახმარებით
სარეცხის მანქანაში ტანსაცმლისა და სარეცხი საშუალებების მოთავსების შემდეგ დაამატეთ 150 გრამი მარილი. ფერების აღდგენასთან ერთად ეს ხრიკი ახალი სამოსის გაცრეცასაც შეუშლის ხელს. მარილი შეგიძლიათ ყოველი გარეცხვისას დაუმატოთ სამოსს.
შეკარით ღილები გარეცხვის წინ
დახარჯეთ ცოტაოდენი ზედმეტი დრო და შეკარით ყველა სამოსის ღილი სარეცხის მანქანაში მათ მოთავსებამდე. ეს მართ ერთმანეთის ღილებზე და შესაკრავებზე გამოდებისგან იცავს და ასევე ღილების მოძრობის რისკსაც ამცირებს.
მოაშორეთ ფეხსაცმელებს უსიამოვნო სურნელი საცხობი სოდით
გამოიყენეთ მინიმუმ 1 ჩ/კ სოდა თითოეული ფეხსაცმლისათვის. თქვენ უნდა გამოიყენოთ საკმარისი სოდა ფეხსაცმლის მთელი შიდა ზედაპირის დასაფარად. თუკი დიდი ზომის ფეხსაცმელებს ხმარობთ, მაშინ შეიძლება მეტი სოდა დაგჭირდეთ.
გამოიყენეთ თმის გასასწორებელი ხელსაწყოები ტანსაცმლის საყელოების გასასწორებლად
დაუთოების შემდეგაც კი შეიძლება საყელო იდეალურად არ გამოიყორებოდეს, რასაც თმის გასასწორებელი ხელსაწყო მარტივად მოაგვარებს. ეს ასევე საკმაოდ მოსახერხებელი ხრიკია მაშინ, როდესაც სადმე გაგვიანდებათ და მთლიანი სამოსის დაუთოების დრო არ გაქვთ.
დაუბრუნეთ დაპატარავებულ ბამბის სამოსს ძველებური ფორმა საბავშვო შამპონის გამოყენებით
ბამბის სამოსი ყველაზე ადვილი მოსავლელია ფორმის გამოსწორების ასპექტში, რადგან ეს მასალა მარტივად იცვლის ფორმას. თქვენ უბრალოდ გჭირდებათ გაფუჭებული ტანსაცმლის თბილი წყლით სავსე პირსაბანში ან ჯამში ჩადება და მისთვის 2 ს/კ ბავშვის შამპონის დამატება. ასე დატოვეთ ჩასალბობად 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ დააფინეთ პირსახოცზე ბრტყლად და დაკეცეთ ზოლათ მასთან ერთად. შემდეგ ფრთხილად გაშალეთ აგორებული პირსახოცი და სამოსი კვლავ ნორმალურ ზომაზე გაწელილი დაგხვდებათ.