გოგრის ზეთი უძლიერესი სამკურნალო ზეთია, რომელსაც მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენი ორგანიზმისთვის. ზეთი შეგიძლიათ ყოველდღიურად გამოიყენოთ.
იგი შეიცავს 60%-ზე მეტ უჯერ ცხიმოვან მჟავებს, ვიდრე სხვა მსგავსი პროდუქტები. აგრეთვე, მდიდარია C, E, A, K-ვიტამინებით. გოგრის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს, ლეციტინისა და სალიცილის მჟავებს და მინერალებს: კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, მანგანუმს, რკინასა და თუთიას.
უნიკალური შემადგენლობის წყალობით, ის ძალიან სასარგებლოა კანისა და თმისთვის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა სამკურნალოდ, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ნაწლავის სწორად ფუნქციონირებას და ამარცხებს ყაბზობას, არეგულირებს ქოლესტერინს, შეგიჩერებთ თმის ცვენას, აუმჯობესებს მხედველობას, კურნავს დამწვრობას, საშარდე გზების ინფექციებს, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, კურნავს კანის სხვადასხვა პრობლემებს, წმენდს ორგანიზმს პარაზიტებისგან, აუმჯობესებს განწყობას.
იმისათვის, რომ მიიღოთ ზემოთ ჩამოთვლილი სარგებელი, რეკომენდებულია გოგრის ზეთი რეგულარულად გამოიყენოთ სამი თვის განმავლობაში. მიიღეთ 2 ჩ. კ. დღეში 2-ჯერ, საუზმესა და სადილზე.
გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა შეწყვიტოთ გამოყენება პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ იგრძნობთ დისკომფორტს, ცოტა ხნით შეწყვიტეთ მკურნალობა, შემდეგ კვლავ გაგრძელეთ ზეთის გამოყენება. სამკურნლო პროცედურების ხანგრძლივობა – 6 კვირა.
გოგრის ზეთს აქვს უძლიერესი ანტიბაქტერიული ეფექტი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია ორგანიზმში ანთების სამკურნალოდ. პროსტატის ჯირკვლის გადიდების შემთხვვაში გოგრის ზეთი რამდენიმე დღეში მოგცემთ შედეგს. მიუხედავად ამისა, არ შეწყვიტოთ სამკურნალო ზეთის გამოყენება, ჩაიტარეთ მკურნალობის სამთვიანი კურსი. ხოლო პროსტატის ჰიპერპლაზიის შემთხვევაში, სანამ გოგრის ზეთს გამოიყენებთ, აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.
დაიმახსოვრეთ, გოგრის ზეთი უნდა ჩაასხათ მუქი ფერის მინის ბოთლში, რომელსაც მჭიდროდ ეხურება თავი და შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილზე, ხოლო გახსნის შემთხვევაში აუცილებლად უნდა შედოთ მაცივარში.
ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული გოგრის ზეთი ეფექტურად გამოიყენება ფარმაცევტულ ინდუსტრიაში და კოსმეტიკური პროდუქტების წარმოებაში.
გოგრის ზეთი აკნეს მკურნალად გვევლინება. საოცარი ზეთი გამოიყენება კულინარიაში სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად. იგი განსაკუთრებულ არომატს ჰმატებს სალათებს, მაკარონს, ხორცს, ბრინჯის, ბოსტნეულს, თევზს, სოკოს. გამოიყენეთ რეგულარულად სამკუნალო ზეთი და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.