
შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს ფრანგული სამზარეულოდან. ხორცისა და ყველის არომატით გაჯერებული წვნიანი კერძი ისეთი გემრიელია, რომ თითებს ჩაიკვნეტთ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხორცი (თქვენთვის სასურველი) 500 გრ
- კარტოფილი 4 ცალი
- ხახვი 2 თავი
- პამიდორი 1 ცალი
- მაიონეზი
- ყველი 150 გრ
- შავი პილპილი, ლიმონის წვენი ცოტა, პაპრიკა
მომზადების წესი:
- ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, გარეცხეთ, დაყარეთ საწურზე და გააჩერეთ 10 წუთი.
- შემდეგ შეაზავეთ მარილით, ლიმონის წვენითა და სანელებლებით.
- კარტოფილი, ხახვი და პამიდორი დაჭერით რგოლებად.
- საცხობ ფორმაზე დაასხით ცოტა ზეთი და ხორცი თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან მოაწყვეთ კარტოფილი, შემდეგ_ხახვი, პამიდორი, მაიონეზი და ბოლოს ყველი.
- თავდაპირველად, ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ ღუმელს ოდნავ დაუწიეთ. მოსამზადებლად დასჭირდება 45-50 წუთი. მზა კერძი ღუმელიდან 10 წუთის შემდეგ გამოიღეთ.
გემრიელად მიირთვით!