სისხლი ცხიმისგან რომ გაიწმინდოთ და გული გაიძლიეროთ, ისარგებლეთ საშინაო რეცეპტებით

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის სჭირდება ქოლესტერინის გარკვეული დონე, ვიტამინები და სხვა სასარგებლო საკვები ნივთიერებები.

ჩვენი სისხლძარღვები ვერ ფუნქციონირებს სწორად, როცა ორგანიზმში ჭარბი ცხიმია, ამიტომ რგულარულად უნდა გაიწმინდოთ სისხლძარღვები ცხიმებისგან.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებულ საშუალებათა რეცეპტებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ სისხლძარვების გაწმენდას და მათი ფუნქციონირების სრულყოფილად აღდგენას.

რეცეპტი N1 – ნიორი ლიმონით

გამწმენდი საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ცალი (საშუალო)
  • ლიმონი
  • 1,5 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი

მომზადების წესი:

  1. ლიმონი და ნიორი გაატარეთ, შემდეგ დაასხით ადუღებული წყალი და კარგად აურიეთ. მზა ნარევი 3 დღით დააყოვნეთ სიგრილეში.
  2. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ. მაქსიმალური ეფექტისთვის ნარევის 1-2 ჩ. კ. მიიღეთ ყოველი ჭამის წინ 40 დღის განმავლობაში.
  3. გამწმენდი პროცედურები ჩაიტარეთ წელიწადში ერთხელ.

რეცეპტი N2 – ნიახური და პომიდვრის წვენი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 

  • 2 ღერი ნიახური
  • პომიდვრის წვენი 200 მლ.
  • ½ ჩ. კ. გახეხილი ჯანჯაფილი
  • ლიმონის წვენი 50 მლ.
  • დაფქვილი შავი წიწაკა ¼ ჩ. კ

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მომზადებული სასმელის 1 ფინჯანი მიიღეთ ჭამიდან ჭამამდე შუალედში.
  2. დღის განმავლობაში 3 ფინჯანზე მეტი არ მიიღოთ. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 7 დღე.

გამოიყენეთ მოცემული რჩევები, გაიწმინდეთ სისხლძარძვები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!