შემოგთავაზებთ პოლონური რულეტის რეცეპტს. უამრავი სხვადასხვა არომატით გაჯერებული დესერტი საოცრად გემრიელია.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 200 გრ
- თბილი რძე 60 მლ
- კარაქი (გამდნარი) 50 გრ
- 2 ცალი კვერცხის გული
- შაქარი 2 ს. კ.
- მარილი ¼ ჩ. კ.
- რომი 1,5 ს. კ.
- ვანილის ესენცია 1 ჩ. კ.
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ყაყაჩოს თესლი 160 გრ
- ყავისფერი შაქარი 50 გრ
- ქიშმიში 30 გრ
- ნიგოზი (წვრილად დაჭრილი) 50 გრ
- თაფლი 1 ს. კ.
- ნუშის ექსტრაქტი 1 ჩ. კ.
- დარიჩინი 1 ჩ. კ.
- ოთახის ტემპერატურის კარაქი 1 ს. კ.
- ცუკატები 50 გრ
- 2 ცალი კვერცხის ცილა
მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- შაქრის ფხვნილი 0,5 ჩ. ჭ.
- წყალი 3 ს. კ.
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, ამზადებთ საფუარს. 1 ს.კ. ფქვილის დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი რძე, 1 ჩ.კ. შაქარი და 15 გრამი საფუარი. ინგრედიენტები კარგად გადაურიეთ ერთმანეთში, გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 15 წუთით.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, საფუარი დაასხით გაცრილ ფქვილს, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები (არ დაამატოთ კარაქი) და მოზილეთ ცომი. ბოლოს შეაზილეთ გამდნარი კარაქი. ცომისგან გამოხელეთ გუნდა, ჩადეთ თასში, გადააფარეთ ტილო და 1-1,5 დადეთ სითბოში.
- ყაყაჩოს თესლს დაასხით ნახევარი ლ წყალი და ხარშეთ სითხის ამოშრობამდე, გააგრილეთ და დააბლენდერეთ. შემდეგ შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები. კვერცხის ცილა ცალკე ათქვიფეთ და ნელ-ნელა შეურიეთ მომზადებულ გულსართს.
- მზა ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ 3 მმ სისქის ოთხკუთხედ ფენად. შემდეგ დაიტანეთ გულსართი და თანაბრად გაანაწილეთ, კიდეებიდან დააშორეთ 2-2 სმ. შემდეგ ცომი რულეტივით გადაახვიეთ, კიდეები მჭიდროდ შეკარით.
- მზა რულეტს შემოახვიეთ საცხობი ქაღალდი (მჭიდროდ არ შემოახვიოთ).
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი.
- მინანქრის მოსამზადებლად შაქარი და წყალი აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღებისთანავე მოასხით გაგრილებულ რულეტს.
გემრიელად მიირთვით!