ეს მავნე ჩვევები ნელ-ნელა სპობს და ანადგურებს თავის ტვინს. ყურადსაღები ინფორმაცია

ტვინი ადამიანის ორგანიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია. უშალოდ ტვინი არის პასუხისმგებელი ჩვენი სხეულის კონტროლზე. ის ასრულებს ბევრ ფუნქციას და ინახავს უამრავ ინფორმაციას.

ტვინი საკმაოდ მყიფე ორგანოა, ამიტომ ის ადვილად შეიძლება დაზიანდეს, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს და ბევრ გართულებას გამოიწვევს.

შემოგთავაზებთ იმ მავნე ჩვევათა ჩამონათვალს, რომლებიც ყოველდღიურად აზიანებს ჩვენს ტვინს:

1. საუზმის გამოტოვება

საუზმე აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესობა არ საუზმობს. მთელი ღამე ტვინი ისვენებს, ამიტომ მის ასამუშავებლად და გასააქტიურებლად გჭირდებათ საკვები ნივთიერებები. საუზმის მუდმივმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დეგენერაცია.

2. უძილობა

ძილის ნაკლებობა იწვევს ტვინის უჯრედების სიკვდილს. ძილში მთელი ორგანიზმი, განსაკუთრებით კი ტვინი ისვენებს დღის განმავლობაში მიღებული სტრესისგან.

3. ჭარბი შაქარი რაციონში

შაქრის დიდი რაოდენობით გამოყენება საზიანოა ტვინისთვის. შაქარი შედის იმ პროდუქტებისა და სასმელების შემადგენლობაში, რომელთაც ვიყენებთ.

სამწუხაროდ, შაქრის დიდი რაოდენობით მოხმარება არ აძლევს ორგანიზმს საჭირო საკვები ნივთიერებების შეწოვის საშუალებას, რაც იწვევს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, ასევე ტვინის დარღვევების განვითარებას.

4. ერთ ულუფაზე დიდი რაოდენობით საკვების მიღება

ნაყროვანება იწვევს წონაში მატებას, შეშუპებას, თავის ტვინის არტერიების კედლების გასქელებას. იკვებეთ ხშირად, თუმცა აუცილებლად პატარ-პატარა ულუფებით.

5. მოწევა

მოწევა ერთ-ერთი უდიდესი მავნე ჩვევაა. მოწევა ხელს უწყობს დემენციასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებას, როგორიცაა, ალცჰაიმერის დაავადება.

თუ თქვენ ძლის დროს საბანი თავზედაც გახურავთ, ხელს უშლით ჟანგბადის მოხმარებას და, ამავე დროს, არსებობს  ნახშიროჟანგის დიდი რაოდენობით ჩასუნთქვის საფრთხეც. ტვინის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის საჭიროა დიდი რაოდენობით ჟანგბადი. დაბინძურებული ჰაერი შეიძლება ტვინის მუშაობის გაუარესების მიზეზი გახდეს.

6. გადაჭარბებული მუშაობა და დასვენების უკმარისობა      

ავადმყოფობის დროს მუშაობა არ არის მიზანშწონილი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ნიშანია იმისა, რომ თქვენს ტვინს დასვენება სჭირდება. იძულებით მუშაობა ამცირებს ეფექტურობას და ასევე შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები.

7. ურთიერთობის დეფიციტი

კომუნიკაცია ხელს უწყობს ტვინის განვითარებას, ამიტომ იკონტაქტეთ ადამიანებთან, ისაუბრეთ და ხელი შეუწყვეთ ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

აზროვნება ასტიმულირებს ტვინის ფუნქციონირებას, აძლიერებს და აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას. ტვინის აქტივობის დაქვეითება ამცირებს კოგნიტურ ფუნქციას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, დაივიწყეთ ეს მავნე ჩვევები და თქვენ შეძლებთ ტვინის შრომისუნარიანობისა და  მეხსიერების გაუმჯობესებას. გისურვებთ ჯანმრთელობას!