თმა გაცილებით სქელი რომ იყოს და მისმა ცვენამ აღარ შეგაწუხოთ, გამოიყენეთ ეს საშინაო საშუალებები

თმის ბრწყინვალებისა და სიმტკიცისათვის შემოგთავაზებთ მარტივი და ეფექტური მკურნალობის მეთოდებს, რომელთა ჩატარება საშინაო პირობებშიც შეგიძლიათ.

თუ გსურთ, რომ ლამაზი თმა გქონდეთ, დააღწიოთ თავი მის ცვენას და გაისქელოთ საფარი, ყურადღებით წაიკითხეთ სტატია და გაეცანით შემოთავაზებულ საშუალებას.

შემოთავაზებული მეთოდი მოიცავს 3 ძირითად ეტაპს: ღრმა კონდენცირება, ნიღბების გამყენება და სამკურნალო ბალახაების ნახარშები.

იდეალური ბუნებრივი მკურნალობის პირველი ნაბიჯი არის ნატურალური ზეთებითა და ან რამდენიმე ზეთის კომბინაციით თავის კანის მასაჟი.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელშიდაც ჩართულია თმის ჯანმრთელობისთვის საჭირო სასარგებლო თვისებებით გაჯერებული ბუნებრივი ზეთები.

შედეგად უმჯობესდება თავის კანსა და ფოლეკულებში სისხლის მიმოქცევა, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
  • ნუშის ზეთი 1 ჩ. კ
  • ქოქოსის ზეთი 1 ჩ. კ.
  • სეზამის ზეთი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული ნაზავი შეიზილეთ თმის ფესვებიდან ძირებამდე. 1-2 წუთის განმავლობაში თავის კანზე იკეთეთ მასაჟი თითების ბალიშებით. დაიხურეთ ქუდი ან შემოიხვიეთ პირსახოცი. დაიყოვნეთ 15-20 წუთი, შემდეგ კი ნიღაბი ჩამოიბანეთ.

თაფლის ნიღაბი

თმის ნიღბების გამოყენება არის პროცედურების შემდეგი მთავარი ეტაპი. თმა დაგირბილდებათ და აბრეშუმივით იბზინებს.

ავოკადოს შემადგენლობაში შემავალ ჯანსაღ ცხიმებს აქვს დამარბილებელი თვისებები, რომლებიც ადვილად აღწევს თმის ღერებში. აგრეთვე თაფლი ატენიანებს თავის კანს და ხელს უწყობს ბალანსის შენარჩუნებას.

შემოგთავაზებთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალების რეცეპტს.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ავოკადო 1/3
  • თაფლი 1 ს. კ.
  • მაწონი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. თავი დაიბანეთ და დატენიანებულ თმაზე დაიტანეთ მომზადებული მასა. დაიხურეთ აბაზანის ქუდი. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი თმა ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.

კვერცხისა და ბანანის ნიღაბი

ბანანი გაჯერებულია სხვადასხვა საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია თმის მოვლისთვის. მწიფე ბანანი ზრდის თმის ბუნებრივ ელასტიურობას, აძლიერებს თმის ღერებს და გაყოფილი ბოლოების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა.

კვერცხი ცილის ბუნებრივი წყაროა. ცილა კი თმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საუკეთესო საშუალებაა.

საჭირო ინგრედიენტები:

  • მწიფე ბანანი 1 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • თაფლი 2 ს. კ.
  • რძე 3 ს. კ.
  • ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

გახეხეთ ბანანი და დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი, თაფლი, რძე, ზეთი და კარგად აურიეთ. მომზადებული საშუალება თანაბრად შეიზილეთ თმის ძირებსა და მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ აბაზანის ქუდი. 30 წუთის შემდეგ ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.

ბოლოს კი გადაივლეთ ბალახების ნახარშები. რეკომენდებულია გამოიყენოთ ჭინჭრის, სალბის ნახარში. სამკურნალო ნახარშის გადავლების შემდეგ აღარ დაიბანოთ და სამოქმედოდ დაიტოვეთ მომდევნო დაბანამდე.

გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალებები, მოიგვარეთ თმის პრობლემები და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.