როგორ გავუმკლავდეთ ხელების ხშირ დაბუჟებას მარტივი და ხელმისაწვდომი საშინაო საშუალებით

ბევრ ადამიანს აწუხებს მაჯის (კარპალური) არხის სინდრომი. ამ დაავადების პირველი გამოვლინებაა თითებსა და ხელებში დაბუჟების შეგრძნება, ჩხვლეტა და ხელების ტკივილი.

ბვერ ჩვენგანს გვიგრძვნია ეს სიმპტომები, მაგრამ არც გვიფიქრია, რომ შესაძლოა ამ პრობლემის წინაშე ვიდგეთ, რადგან ადრე ეს დაავადება არ იყო ასე გავრცელებული. ამ პრობლემის მთავარი მიზეზი არის მაჯაში განთავსებულ ნერვზე ზეწოლა, რომელიც აკონტოლებს ხელის მოძრაობას.

ამ ნერვის ანთების განვითარებას იწვევს ჰორმონალური ცვლილებები, ორსულობა, ასაკი, გენეტიკა, დისბალანის ფარისებრ ჯირკვალში, დიაბეტი და რევმატოიდული ართრიტი.

სტატიაში შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეიმცირებთ სიმპტომებს და დროთა განმავლობაში შეძლებთ მოცემული პრობლემისგან გათავისუფლებას.

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ევკალიპტის 5 ფოთოლი
  • 2 ს. კ. გახეხილი ჯანჯაფილი
  • პიტნის 5 ფოთოლი
  • მინერალური წყალი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები აურიეით, დადგით საშუალო ცეცხლზე და ადუღებისთანავე გადმოდგით. გაგრილებული ნახარში შეინახეთ მაცივარში.
  2. მომზადებულ ნარევში გააჯერეთ საფენი და 30 წუთით დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე. ტკივილის შესამსუბუქებლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ  ეთერზეთბიც.

ტკივილთან გასამკლავებლად საუკეთესო გამოსავალია კვება. მიიღეთ B6 ვიტამინით მდიდარი პროდუქტები. დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ყავისფერი ბრინჯი, კარტოფილი, ქათმის მკერდი, მწვანე ბოსტნეული, ბანანი-პროდუქტები, რომლებიც შეგიმსუბუქებთ ტკივილებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!