შემოგთავაზებთ უგემრიელესი ორცხობილების რეცეპტს, რომელიც ბრაზილიურ სამზარეულოს მიეკუთვნება. შესქელებული რძის ფხვიერი ორცხობილები საუცხოო გემოთი და სინაზით გამოირჩევა. ის თქვენც და ოჯახის სხვა წევრებსაც აუცილებლად შეგიყვარდებათ. მომზადების სიმარტივე კიდევ ერთი დიდი პლუსია.
ნაზი და ფხვიერი ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 200 გრ შესქელებული რძე
- 280 გრ სიმინდის სახამებელი
- 100 გრ მარგარინი
- ვანილი
მომზადების წესი:
- სახამებელს დაამატეთ დარბილებული მარგანინი, შემდეგ თანდათან დაასხით შესქელებული რძე და აურიეთ კოვზით.
- შემდეგ ცომს ზელთ ხელით. მიიღებთ ელასტიურ მასას, რომელივ ხელებს არ ეკრობა. გამოხელეთ პატარა ბურთბი, დაახლოებით, კაკლისხელა.
- მოამზადეთ საცხობი ფორმა, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დააწყვეთ მომზადებული გუნდები, დაიცავით მანძილი. აიღეთ ჩანგალი და ბურთულებს ზემოდან ოდნავ დააწექით.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. ორცხობილებს გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.
მოამზადეთ უგემრიელესი ორცხობილები, გაუმასპინძლით საყვარელ ადამიანებს და გაიხალისეთ კიდევ ერთი დღე.