საკვები სოდა დიასახლისების საუკეთესო დამხმარეა. ამჯერად, წარმოგიდგენთ სოდას, როგორც ეკოლოგიურად სუფთა სარეცხ საშუალებას, რომლის დახმარებით მიიღებთ სრულყოფილ შედეგს.
რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, სოდა ძვირადღირებული პროდუქტების შემცვლელია.
თუ თქვენს თეთრეულს, პირსახოცებს, სამოსს უსიამოვნო სუნი აქვს, გარეცხავთ მაღალ ტემპერატურაზე და გამოიყენებთ ხარისხიან ფხვნილს. ამ გზით შეძლებთ უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიების აღმოფხვრას. მაგრამ ყველა ქსოვილის მაღალ ტემპერატურაზე გარეცხვა არ შეიძლება. ამ შემთხვევაში დამხმარედ სოდა მოგევლინებათ. 1 ჭიქა სოდა გახსენით 10 ლიტრამდე თბილ წყალში და ნივთები ჩაალბეთ მთელი ღამით. დილით გარეცხეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით.
ნახევარ ჩაის ჭიქამდე სოდა შეყარეთ სარეცხი მანქანის დოლურაში და გააქათქათეთ თეთრი ნივთები. სოდით მოაშორებთ ყველაზე რთულად მოსაშორებელ ლაქებს.
თუ სამოსი დაგესვარათ კენკრით ან ბალახით, გარეცხვამდე უმჯობესია, გამოიყენოთ სოდა. 1 ჩ. კ. სოდას დაამატეთ 1 ს. კ. წყალი და აურიეთ. მიღებული ფაფისებური მასა დაიტანეთ ლაქებზე და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ამორეცხეთ ცივი წყლით. თუ ლაქების კვალი დარჩა, პროცედურა გაიმეორეთ. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად სოდას შეურიეთ 1 წილი ცივი წყალი და 1 წილი ძმარი (ნახევარი ს. კ. ძმარი/ნახევარი ს. კ. წყალი).
სოდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ემალის ქვაბების გასათეთრებლად:
- იმისათვის, რომ ემალის ქვაბებს დაუბრუნოთ სითეთრე, გირჩევთ, გამოიყენოთ სოდისა და მათეთრებელი ფხვნილის კომბინაცია. მიჰყევით მოცემულ მითითებას და გააპრიალეთ თქვენი ქვაბები.
- ქვაბში ჩაასხით ცივი წყალი (არ გაავსოთ), ჩაყარეთ 2 ს. კ. მათეთრებელი და 2 ს. კ. სოდა.
- ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ.
შეგიძლიათ ჩააგდოთ დალაქავებული ჭურჭლის ტილო და ორ საქმეს ერთად გააკეთებთ. ქვაბსაც გაათეთრებთ და ჭურჭლის ტილოსაც გააქათქათებთ. ადუღეთ 5 წუთი.
ნუ გადაიხდით ზედმეტს, გამოიყენეთ უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა, ბიუჯეტური პროდუქტი და მიიღეთ სრულყოფილი შედეგი!