თუ ართრიტის რომელიმე ფორმა გაწუხებთ, შეწყვიტეთ ამ საკვების მიღება

0
749

ართრიტის 100-მდე სახეობა არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული არის ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი.

ოსტეოართრიტი ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და გამოწვეულია სახსრების მექანიკური ცვეთის შედეგად. რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა უტევს ჩვენს სახსრებს.

1. ოსტეოართრიტი

ოსტეოართრიტით ავადდებიან ხანდაზმულები. დაავადება პროგრესირებს. ტკივილი და ანთება იწყება სხეულის ერთი მხარეს და შეიძლება გავრცელდეს მეორე მხარესაც. დაავადება ვრცელდება მუხლებზე, თეძოებზე, თითების სახრებზე, განსაკუთრებით ფრჩხილებთან ახლოს.

დილაობით ტკივილები და სიხისტე ერთ საათზე ნაკლები დრო გრძელდება და ვლინდება დღის ბოლოს ან გარკვეული საქმიანობის შემდეგ.

2. რევმატოიდული ართრიტი

რევმატოიდული ართრიტით ავადდებიან ნებისმიერი ასაკის ადამიანები. დაავადება ვლინდება შედარებით სწრაფად. რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ იგი უკვე აშკარად არის გამოხატული. სახსრების ანთება მძვინვარებს. სიმპტომები, როგორც წესი, სიმეტრიულია, თანაბრად მოქმედებს სხეულის ორივე მხარეს. დილის სიხისტე ერთ საათზე მეტხანს გრძელდება.

სახსრების სიხისტის გარდა, სიმპტომები მოიცავს ხშირ დაღლილობას, ასევე გაუსაძლის ტკივილს.

გაითვალისწინეთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას, ამიტომ უარის თქმა მოგიწევთ ზოგიერთ საკვებ პროდუქტებსა და მავნე ჩვევებზე, რომელთაც თქვენი ჯანმრთელობისთვის სიკეთე არ მოაქვს.

იხილეთ იმ პროდუქტთა ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც უნდა შეზღუდოთ თუ თქვენ რომელიმე სახის ართრიტი გაწუხებთ:

  • ხორბლის ნაწარმი და წებოვანას შემცველი სხვა ნებისმიერი პროდუქტი
  • რაფინირებული ზეთი
  • რძე
  • გადამუშავებული საკვები პროდუქტები (ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები)
  • მარილი
  • კონსერვანტები
  • ცხიმიანი პროდუქტები
  • მწნილები
  • ნახშირწყლები
  • ალკოჰოლი
  • თამბაქო

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. თუ ამ საკვებ პროდუქტებს კების რაცონიდან ამოიღებთ, მდგომარეობის გაუმჯობესებას მალევე იგრძნობთ. მართალია, დიდი მოთმინება და ძალისხმევა დაგჭირდებათ, თუმცა გახსოვდეთ, ჯანრმთელობის ფასი არაფერია.