გამოიყენეთ ბანანის ნიღაბი, რათა რეალურ ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ

641

შემოგთავაზებთ გამაახალგაზრდავებელი ნიღაბის რეცეპტს, რომელსაც პირადად საკმაოდ ხშირად ვიყენებ და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.

რეცეპტი არის ულამაზესი ქალბატონებისთვის, რომლის წყალობითაც ისინი აისრულებენ სანუკვარ ოცნებას. რეცეპტი უმარტივესია შემადგენლობით, მოსამზადებლად და გამოსაყენებლად, ხოლო ეფექტი კი საოცრებაა.

საჭირო იგრედიენტები:

  • მწიფე ბანანი 1/3
  • ზეითუნის ზეთი 1ჩ. კ.
  • ჯანჯაფილის ფხვნილი 1 ჩ. კ.
  • ახალგამოწურული ჯანჯაფილის წვენი 1 ჩ. კ.
  • კვერცხის ცილა 1 ცალი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. აიღეთ თასი და ჩაჭყლიტეთ ბანანი, დაამატეთ ზეითუნის ზეთი, ჯანჯაფილის ფხვნილი და წვენი.
  2. კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ და დაამატეთ ბანანისა და ზიეითუნის ზეთის მასას.
  3. მომზადებული ნაზავის მცირე ნაწილი დაიტანეთ სახის, ყელისა და მკერდის ზონაში და წაისვით თხელ ფენად, დააყოვნეთ სანამ მსუბუქად არ შეგაშრებათ.
  4. შემდეგ წაისვით მე-2 ფენა, ცოტა ხნის შემდეგ-მე-3.
  5. ბოლო ფენა დაიტოვეთ 10-15 წუთი.
  6. სახე დაიბანეთ ცივი წყლით.
  7. სახის, ყელისა და მკერდის ზონაში წაისვით მსუბუქი მალამო.
  8. ნიღაბის ეფექტი აღგაფრთოვანებთ. მას აქვს აბსოლუტური მატონიზირებელი და ლიფტინგის ეფექტი.
  9. გსურთ, შედეგი მართლაც დაუჯერებელი იყოს, ნიღაბი გაიკეთეთ 10-ჯერ 5-6 დღეში ერთხელ.

მოამზადეთ ბუნებრივი პროდუქტებით გაჯერებული საოცრად ეფექტური, ჯადოსნური ნიღაბი და შედეგით დატკბით.