კანი ფეხისგულებზე ასეთი რბილი და ნაზი არასდროს მქონია, რაშიც ხელმისაწვდომი ნარევი მეხმარება

1198

ძალიან ხშირად, ყოველდღიურ ქაოსში, გვავიწყდება, რომ ჩვენი ფეხები მოუვლელია, ქუსლებზე კანი გაუხეშებულია და აქა-იქ ნახეთქებიც გაჩენილა. ნახეთქები საშინლად მტკივნეული და უსიამოვნო დასანახია.

სტატიაში შემოგთავაზებთ რძის ბაზაზე მომზადებული ხელნაკეთი საშუალების რეცეპტს, რომელსაც დიდი სარგებელი მოაქვს კანისთვის. სამკურნალო ნარევი ატენიანებს, არბილებს კანს, მოგაშორებთ ნახეთქებს. გამოიყენეთ ეს მარტივი საშუალება და დარწმუნდით მის ეფექტურობაში.

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 3 ჩ. ჭ. რძე
  • 5 ს. კ. შვრიის ფქვილი
  • 5 ს. კ. ქოქოსის ზეთი
  • სოდა

მომზადების წესი:

  1. თბილ რძეს დაამატეთ შვრიის ფქვილი, ქოქოსის ზეთი და კარგად აურიეთ. მომზადებულ ნარევში 5 წუთით ჩაყავით ფეხები. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, სოდის საშუალებით გაიკეთეთ მასაჟი და კვლავ ჩაყავით ფეხები რძიან მასაში.
  2. გააჩერეთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ პემზის საშუალებით მოიშორეთ კანის კერატინიზებული ნაწილები. პროცედურის  ბოლოს გადაივლეთ თბილი წყალი და ფეხები კარგად შეიმშრალეთ.

კარგი იქნება, თუ შეიზელთ დამატენიანებელ ან მკვებავ მალამოს. გისურვებთ ჯანმრთელობას!