თუ დილას 2 ბანანით დაიწყებთ, თქვენს ორგანიზმში სასიამოვნო ცვლილებები წარიმართება

ბანანი-ეს ნამდვილი საოცრებაა. ის გაჯერებულია ვიტამინებით, სასარგებლო ნივთიერებებით, ნატურალური შაქრით, ბოჭკოვანი და სხავდასხვა სასარგებლო მინერალებით.

ექიმები ამბობენ, რომ თუ თქვენ ყოველ დღე მიირთმევთ 2 ბანანს, შეძლებთ მოიგვაროთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ბანანი სხვადასხვა ქვეყნის ხალხთა შორის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას თუ რა სატგებლობის მოტანა შეუძლია ბანანს.

1. ენერგიის წყარო

ვარჯიშის დაწყებამდე მიირთვით ერთი ან ორი ბანანი და შეივსეთ ენერგია.

ბანანი არის დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტი. ის ნელა მუშავდება და ორგანიზმს  ჰმატებს ენერგიას, ამტანობას. მის შემადგენლობაში შემავალი კალციუმი ხელს უწყობს კუნთების კრუნჩხვების თავიდან აცილებას.

2. დეპრესია

ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით ტრიპტოფანს, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელია სერეტონინის გამომუშავებისთვის.

იგი კარგი ნეირომედიატორია, რომელიც ტვინს მოდუნების საშუალებას აძლევს, ამშვიდებს და განწყობას უმაღლებს.

3. სისიხლის წნევა

ბანანი კარგი წნევის დამწევია და ეფექტურად დაგიცავთ ინსულტებისგან და გულის დაავადებებისგან. ბანანის შემადგენლობაში ნაკლები რაოდენობით არის ნატრიუმი და დიდი რაოდენობით კალიუმი, რომელთა კომბინაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია გულისთვის. ბანანი ეფექტურად გაათავისუფლებს სისხლძარღვებს საცობებისგან.

4. ანემია

ადამიანები, რომლებიც ანემიით არიან დაავადებული ბანანის მირთმევით ივსებენ რკინის საჭირო რაოდენობას. ბანანი ასტიმულირებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას და ახდენს ჰემოგლობინის პროცესის ნორმალიზებას.

5. ნერვული სისტემის დამამშვიდებელი

როდესაც ძალიან გადაღალეთ და ნერვული აშლილობის ზღვარზე ხართ, მიირთვით ბანანი. ის დროებით წევს სისხლში შაქრის დონეს და ადამიანს აავსებს ენერგიით. ამასთანავე ბანანი გაჯერებულია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ბუნებრივი გზით ამშვიდებს ნერვულ სისტემას და დაგეხმარებათ მოდუნებაში.

6. კუჭის დარღვევები

თუ თქვენ გაწუხებთ გასტრიტი ან კუჭის წყლული ბანანი ყველაზე ეფექტური საკვებია. საოცარი ხილის რბილი და ფაფუკი ტექსტურა არ გამოიწვევს ტკივილს. იგი თანაბრად ფარავს კუჭის ლორწოვან გარსს და იცავს მას გაღიზიანებისა და აგრესიული მჟავების ზემოქმედებისგან.

ბანანი საუკეთესო თერმოსტატია. ზაფხულის ცხელ დღეებში მიირთვით ბანანი და გაგრილდით. აგრთვე ზამთარშიც დაგეხმარებათ გრიპის შედეგად გაზრდილი ტემპერატურის ნორმალიზებაში.

7. მჯავა-ტუტოვანი ბალანსი

ბანანი დაგეხმარებათ გულძმარვის დროს. მიირთვით ბანანი გულძმარვის პირველივე სიმპტომებისთანავე და მაშინვე იგრძნობთ შეღავათს.

ეს საოცრად უგემრიელსი და სასარგებლო ხილი აუცილებლად წაიღეთ სამსახურში, რომელიც დაგანაყრებთ, დაგამშვიდებთ, შეგმატებთ ენერგიას და აგიმაღლებთ განწყობას.

მიირთვით უგემრიელესი ბანანი და გაილამაზეთ ცხოვრება.