უებარი ხალხური მალამოს რეცეპტი ჰემორეის სამკურნალოდ. ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს

0
141

ბუასილი სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ბოლო წლების მონაცემებით, ბუასილი პროქტოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზეა.

მის განვითარებას იწვევს ბევრი ფაქტორი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ყაბზობა, მემკვიდრეობა, ორსულობა, მშობიარობა, დიარეა, ძალიან მწარე საკვების მიღება, საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული მოხმარება, ჰიპერტენზია და ა.შ.

სტატიაში შემოგთავაზებთ ხელნაკეთი მალამოს რეცეპტს, რომლის წყალობითაც შეძლებთ სწრაფად და მარტივად გათავისუფლდეთ ამ პრობლემისგან.

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 250 გრ ხორბლის მარცვლების ჩანასახის ზეთი
  • 10 გრ გამხამრი გვირილა
  • ვარდის გამხამრი ფურცლები 10 გრ
  • ფუტკრის ცვილი 20 გრ.
  • ლანოლინი 20 გრ.

მოცემული ინგრედიენტების შეძენა შეგიძლიათ აფთიაქში.

მომზადების წესი:

გამხმარ გვირილას და ვარდის გამხმარ  ფურცლებს, დაასხით ხორბლის ჩანასახის ზეთი. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ ფუტკრის ცვილი, ლანოლინი და კარგად აურიეთ. მომზადებული მალამო გამოყენებიდან 30 წუთის  შემდეგ შეგიმსუბუქებთ ტკივილებს. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ ტკივილების სრულ აღმოფხვრამდე.