ხაჭოს ღრუბელივით ქათქათა და ფუმფულა კრემი სულ რამდენიმე წუთში მზად გექნებათ

ხაჭოს კრემი შესქელებული რძით და კარაქით უგემრიელესი გამოდის და შეგიძლიათ ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად გამოიყენოთ. გარდა იმისა, რომ კრემი უგემრიელესი გამოდის, მოსამზადებლადაც მარტივია, არ სჭირდება მოხარშვა. რამდენიმე წუთში ქათქათა, ღრუბელივით ფუმფულა კრემი მზად იქნება.

ამ უჩვეულო კრემის მოსამზადებლად დგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 350 გრ ხაჭო
  • 180 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქრის ფხვნილი
  • 60-70 გრ შესქელებული რძე
  • ვანილი
  • 1-2 ს. კ. კონიაკი

მომზადების წესი:

დარბილებული კარაქი ათქვიფეთ, დაამატეთ შაქრის ფხვნილი, ვანილი, ნელ-ნელა შეათქვიფეთ შესქელებული რძე და საცერზე გატარებული ხაჭო. თქვეფთ მაქსიმალურ სიჩქარეზე. ბოლოს დაამატეთ კონიაკი. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!