ქოქოსის ზეთისა და E ვიტამინის კომბინაცია კანის დამატენიანებელი და თვალის გარშემო არსებული ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა.
თვალების გარშემო კანი ნაზი და მგრძნობიარეა, კოლაგენისა და ელასტინის დონე მინიმალურია, ამიტომ ამ ადგილებში, პირველ რიგში, ჩნდება მიმიკური ნაოჭები. გარდა ამისა, ნაოჭების გაჩენას ხელს უწყობს მზის სხივების ზემოქმედება, ტოქსინები, სტრესები, უძილობა, სხვადასხვა მავნე ჩვევები.
საბედნიეროდ, უამრავი საშუალება არსებობს, რომელთა წყალობით ამ პრობლემას მოიგვარებთ.
შეძენილი პროდუქტები ძალიან ძვირია და მისი გამოყენება ყველას არ ხელეწიფება, მაგრამ მოიძებნება ისეთი საშუალებებიც, რომლებიც იაფიც არის და ამავე დროს გასაოცრად ეფექტურიც.
შემოგთავაზებთ ქოქოსის ზეთის ბაზაზე მომზადებული, თვალის გარშემო კანის მოვლის, საუკეთესო მალამოს რეცეპტს, რომელიც არის კოსმეტიკური პროდუქტი. მალამო თავისი სასარგებლო თვისებების წყალობით მთელ მსოფლიოში პოპულარულია.
ეს ნატურალური პროდუქტი საოცრად იაფია, ვიდრე მისი ანალოგი კოსმეტიკური საშულებები. რაც მთავარია, პროდუქტს არ აღენიშნება გვერდითი მოვლენები და არ იწვევს არასასურველ რეაქციებს.
ქოქოსის ზეთის სასარგებლო თვისებებთან ერთად ვიყენებთ E ვიტამინს, რომელიც უძლიერესი ანტიოქსიდანტია. ვიტამინი ღრმად კვებავს კანს და აფერხებს დაბერების პროცესს.
შევეცდებით დეტალურად ვისუბროთ იმ სასარგებლო თვისებების შესახებ, რომლითაც გაჯერებულია საშინაო პირობებში მომზადებული მალამო.
ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთი კანის საუკეთესო, ნატურალური დამატენიანებელი საშუალებაა. ქოქოსის ზეთს კანი კარგად შეიწოვს, ღრმად აღწევს კანის სტრუქტურაში, ატენიანებს მას და უნარჩუნებს ახალგაზრდობას.
ცხიმოვანი მჟავებითა და ანტიოქსიდანტებით გაჯერებული ქოქოსის ზეთი ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა. მის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით ლაურინის მჟავა, რომელიც არეგულირებს კანის ბუნებრივ PH დონეს და ასევე უზრუნველყოფს უჯრედების რესტრუქტურიზაციას.
ქოქოსის ზეთი ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის დონის შენარჩუნებას. ორივე ნივთიერება აუცილებელია კანის სიძლიერისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისათვის. იგი ამცირებს თავისუფალი რადიკალების ნეგატიურ მოქმედებას
ქოქოსის ზეთი თვალის გარშემო კანის მოვლის საუკეთესო საშულებაა.
ვიტამინი E
ვიტამინი E უძველესი დროიდან მიიჩნევა ახალგაზრდობისა და სიცოცხლის ვიტამინად. იგი არბილებს და ატენიანებს კანს. ეფექტურად ებრძვის თვალების გარშემო არსებულ ნაოჭებს.
როგორ მოვამზადოთ საშინაო პირობებში მალამო, რომლის ძირითადი ინგრედიენტი ქოქოსის ზეთია.
მაქსიმალური ეფექტისთვის მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ 100%-იანი ორგანული ქოქოსის ზეთი.
საჭირო ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 6 ½ ჩ. კ. (100 გრ)
- ვიტამინი E 3 კაფსულა
- ჰერმენტული კონტეინერი 1 ცალი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ქოქოსის ზეთი გააცხელეთ ორთლის აბაზანაზე. დაამატეთ 3 კაფსულა E ვიტამინი. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. ნაზავი გადაიტანეთ ჰერმენტულ მინის კონტეინერში. შეინახეთ სიბნელეში და სიგრილეში.
- აიღეთ მცირე რაოდენობის მალამო და მსუბუქი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თვალების გარშემო კანზე. სახის კანი აუცილებლად წინასწარ უნდა გაიწმინდოთ.
- მალამო წაისვით ყოველ საღამოს.
მოამზადეთ ეს საოცარად ეფექტური, ეკონომიური საშუალება და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.