გსურთ რაღაც განსაკუთრებული მოამზადოთ?შემოგთავაზებთ ხაჭოს დაუჯერებლად გემრიელი ხვეულების რეცეპტს. ხვეულები მზადდება საფუვრიანი ცომით, ხოლო გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ხაჭო.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 350 გრ ფქვილი
- 3-4 გრ საფუარი
- 100 გრ რძე
- 50 გრ შაქარი
- 50 გრ მარგანინი ან კარაქი
- 60-80 გრ არაჟანი
- მარილი მწიკვი
- ვანილი
შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 კგ ხაჭო
- 100 გრ ან მეტი (სურვილისამებრ) შაქარი
- 1 კვერცხი
- ვანილი
ზემოდან წასასმელად დაგჭირდებათ:
- 3 ს. კ. არაჟანი
- 2 ს. კ. შაქარი
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, თბილ რძეს, დაამატეთ საფუარი და ნახევარი ჩ. კ. შაქარი, მოურიეთ. შემდეგ თანდათან შეაზილეთ 3 ჩ. კ. ფქვილი. მიღებული მასა 30 წუთით გააჩერეთ სითბოში.
- აიღეთ თასი. გაცერით ფქვილი, დაამატეთ მარილი, შაქარი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ არაჟანი, დარბილებული მარგანინი, საფუვრიანი მასა და მოზილეთ საშუალოდ რბილი ცომი. ცომს გადააფარეთ და ასაფუებლად გააჩერეთ 15-20 წუთი.
- შიგთავსის მოსამზადებლად აურიეთ კვერცხი, ხაჭო და შაქარი ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. თუ მასა სველი გამოგივიდათ, დაამატეთ ცოტა ფქვილი.
- აფუებული ცომი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე. დაიტანეთ მასზე მომზადებული შიგთავსი და თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ ცომი გადაახვიეთ რულეტის მსგავსად და დაჭერით.
- მოამზადეთ საცხობი ფორმა, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ხვეულები, დაიცავით მანძილი. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და ხვეულები გააჩერეთ კიდევ 30 წუთი.
- ღუმელი გააცხელეთ 160 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 35-40 წუთი.
- არაჟანს დაამატეთ შაქარი და აურიეთ. დაბრაწული ხვეულები ღუმელიდან გამოიღეთ და ცხელ-ცხელს გადაუსვით შაქრიანი არაჟანი.
მოამზადეთ ხაჭოს გემრიელი ხვეულები და მისი საოცარი გემოთი ისიამოვნეთ!