8 ცვლილება, რომელიც თქვენს ორგანიზმში წარიმართება, თუ დღეში ერთ ჭიქა პომიდვრის წვენს მიიღებთ

უგემრიელესი პომიდორი უამრავი სასარგებლო თვისებით არის გაჯერებული. თუ დაიწყებთ პომიდვრის რეგულარულად მიღებას, თქვენს ჯანმრთელობას დიდ სარგებელს მოუტანთ.

1. ეს წვნიანი ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებით

პომიდვრის წვენი A და C ვიტამინების ბუნებრივი წყაროა. მისი რეგულარულად მოხმარებით შეიმცირებთ თვალის მრავალი ქრონიკული დაავადების ალბათობას, გაიძლიერებთ იმუნურ სისტემას, ხელს შეუწყობთ კბილებისა და ძვლების სიძლიერეს.

2. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს     

პომიდვრის წვენი მდიდარია სასარგებლო ბოჭკოებით, რომლებიც ხელს უწყობს კარგი ქოლესტერინის დონის გაზრდას და ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას.

3. გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს

ადამიანის ორგანიზმი წლების განმავლობაში ტოქსინებისა და საკვები დანამატების, რომლებიც უხვად არის ნახევარფაბრიკატებში და მზა პროდუქტებში, ნამდვილი საწყობი ხდება. პომიდორი შეიცავს ქლორისა და გოგირდის ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობს ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირებას. სწორედ ამიტომ, პომიდორი საუკეთესო პროდუქტია მათთვის, ვისაც სურს ორგანიზმის ტოქსინებისგნ გწმენდა.

4. ხელს უწყობს ნაწლავის ფუნქციონირებას 

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აქვს საჭმლის მონელებისა და ნაწლავის ფუნქციონირების პრობლემები. პომიდვრის წვენის რეგულარულად მიღება უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირების გაუმჯობესებას, გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან.

5. ხელს უწყობს წონაში დაკლებას

ბოჭკოებით მდიდარი პომიდორი შეიცავს დიდი რაოდენობით აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, ასწრაფებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.

6. აგარიდებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს

პომიდორი მიდიდარია ვიტამინ B6-ით, ამიტომ პომიდვრის წვენი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. ვიტამინი  B6 ორგანიზმში ანადგურებს ჰომოცისტეინს, ამინომჟავებს, რომლებიც აზიანებს სისხლძარღვების კედლებს და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროვოცირებას.

7. ხელს უწყობს გარუჯვას

პიმიდვრის წვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ რუჯის მისაღებად. შეიზილეთ კანზე პომიდვრის წვენი და მოემზადეთ რუჯის მისაღებად. იგი შავი წერტილების საწინააღმდეგო საშუალებაა, ხელს უწყობს კანის განახლებას, კეტავს ფორებს.

8. ებრძვის თავისუფალ რადიკალებს

პომიდორი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, მავნე მოლეკულებს, რომლებიც ზრდის კიბოს განვითარების  ალბათობას. მიიღეთ რეგულარულად პომიდვრის წვენი (დღეში 1 ჭიქა) და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

პომიდორი მდიდარია ლიკოპენით, ნივთიერება, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმში ფილტვების, მკერდის, პროსტატის, ნაწლავებისა და პანკრეასის კიბოს განვითარების ალბათობას.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, დაამატეთ თქვენი კვების რაციონს უგემრიელესი ბოსტნეულის, პომიდვრის, წვენი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.