გსურთ, მოამზადოთ რაღაც განსაკუთრებული, აი, ისეთი ყველა რომ გააოცოთ და გააბედნიეროთ?
შემოგთავაზებთ არაჟნის ბაზაზე მომზადებული ნაზი და ჰაეროვანი პეროგის რეცეპტს, ტკბილი შიგთავსისა და კენკრის შერწყმა საოცარ გემოს ქმნის, არომატი მომაჯადოებელია, ცომი კი პირში დნება.
არაჟნის პეროგი თქვენი საფირმო დესერტი გახდება.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 300 გრ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- კვერცხი 2 ცალი
- მარილი მწიკვი
- კარაქი 110 გრ
- შაქარი 100 გრ
ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
- შაქარი 120 გრ
- სიმინდის სახამებელი 2 ს. კ. (შეგიძლიათ მოამზადოთ სახამებლის გარეშეც, უბრალოდ დაამატეთ კვერცხი)
- კვერცხი 2 ცალი
- არაჟანი 20%-იანი 400 გრ
- გაყინული ან ახალი კენკრა 150 გრ
მომზადების წესები:
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი, მწიკვი მარილი და შეეცადეთ, რომ მშრალი ინგრედიენტები კარგად აერიოს.
- ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.
- კარქი გაყინეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. შეგიძლიათ ბლენდერიც გამოიყენოთ. კარაქს დააყარეთ ფქვილი და დააბლენდერეთ.
- კვერცხის მასას დაამატეთ ფქვილისა და კარაქის ნარევი. ცომი შეაგროვეთ და დიდხანს ზელა არ სჭირდება, რადგან კარაქი ხელის სითბოსგან დნობას დაიწყებს და არ გამოგივათ საჭირო კონსისტენციის მასა.
- მომზადებული მასა თითებით ფრთხილად გაიყვანეთ 25 სმ-იანი დიამეტრის საცხობ ფორმაზე, ცომი ფორმის გვერდებზეც ამოიყვანეთ (ეს მნიშვნელოვანია).
- შიგთავსის მომზადებამდე ცომი მაცივარში შედეთ.
- შაქარს დაამატეთ სახამებელი, კვერცხი და კარგად ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაამატეთ არაჟანი.
- ცომის მასაზე დაიტანეთ შიგთავსი, თანაბრად გაანაწილეთ და ზემოდან დააწყვეთ თქვენთვის სასურველი ახალი ან გაყინული კენკრა.
- პეროგს აცხობთ 1 საათის განმავლობაში 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოვხობის პროცესში ფორმას ზემოდან დააფარეთ ფოლგა.
- დაელოდეთ გაგრილებას და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.
ტკბილი შიგთავსისა და მომჟავო-მოტკბო კენკრის კომბინაცია პეროგს პიკანტურ გემოს აძლევს. ფაფუკი და ნაზი ცომი კი პირში დნება.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!