ფრჩხილის სოკო უკან დაიხევს, თუ ხელმისაწვდომ ნარევს გამოიყენებთ

1736

ყველაზე ხშირად სოკოვანი ინფექცია ვრცელდება ფეხის ფრჩხილებზე, რადგან სხეულის ეს ნაწილი პრაქტიკულად დაფარულია. მუდმივი სითბო და სინოტივე კი შეიძლება ფრჩხილის სოკოს განვითარების მიზეზი გახდეს.

თითოეული ადამიანი ვალდებულია, იზრუნოს მოცემული პრობლემის აღმოფხვრაზე. უყურადღებობის შემთხეხვევაში შეიძლება დაკარგოთ ფრჩხილები.

ფრჩხილის გადაგვარება, ტკივილი, უსიამოვნო სუნი, მყიფე და მსხვრევადი ფრჩხილები-ეს იმ სიმპტომების ჩამონათვალია, რომლებიც ამ დაავადების თანმდევია.

შემოგთავაზებთ ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს. კ. ორეგანოს (თავშავა) ზეთი
  • ბინტი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით, აურიეთ და  გააჩერეთ 24 საათი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ბინტი გააჯერეთ ზეთების ნაზავით და დაიდეთ დაზიანებულ ადგილებზე, გაიჩერეთ 10 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  2. პროცედურები გაიმეორეთ ყოველ საღამოს, სრულ განკურნებამდე. თუ ორეგანოს ზეთი არ გაქვთ, შეგიძლიათ თვითონ მოამზადოთ. აიღეთ მუჭა ორეგანო, დაასხით ზეითუნის ზეთი და 3 კვირის განმავლობაში გააჩერეთ გრილ და ბნელ ადგილზე.

მოამზადეთ უმარტივესი, ბიუჯეტური საშუალება და მოიგვარეთ ისეთი უსიამოვნო პრობლემა როგორიც ფრჩხილის სოკოა.