შოკოლადის კარაქი ,,ნუთელა“კაკაოსა და თხილის საოცარი კომბინაციაა, რომელიც პატარების უსაყვარლესი ნუგბარია. შემოგთავაზებთ ხელნაკეთი შოკოლადის საოცრების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც უმარტივესად მოამზადებთ უგემრიელს ნუთელას.
საჭირო ინგრედიენტები:
- კაკაო 2 ს. კ.
- თხილი 1 ჩ. ჭ.
- კვერცხი 2 ცალი
- კარაქი 1 ჩ. კ.
- შაქარი 3 ჩ. ჭ.
- ფქვილი 4 ს. კ.
- ვანილი
- რძე 2 ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ფქვილი, კაკაო, კარაქი, გატარებული თხილი და ვანილი.
- ყველაფერი კარგად აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ რძე და აურიეთ.
- მომზადებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება, გააციეთ და გემრიელად მიირთვით.
მოამზადეთ შოკოლადის კარაქი და დაიწყეთ დღე ლამაზად.