დისკომფორტმა და სახსრების პრობლემებმა რომ არ შემაწუხოს, დღეში ერთ ფინჯან ნატურალურ ჩაის მივირთმევ

სამწუხაროდ, დაავადებები, რომლებიც გავრცელებული იყო ხანდაზმულებში, ჩვენს დროში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და იმავე დაავადებებით  აავადდებიან ახალგაზრდებიც.

ამჟამად, საკმაოდ გავრცელებულია სახსრების დაავადება.  მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად ბევრი ადამიანი მიმართავს ხალხურ მედიცინას. ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული უძლიერესი სამკურნალო საშუალებების წყალობით ცდილობენ უსაფრთხოდ, უმტკივნეულოდ ისე, რომ ზიანი არ მიაყენონ სხვა ორგანოებს, თავი დააღწიონ მტანჯველ ტკივილებს.

შემოგთავაზებთ ბეგქონდარას ბაზაზე მომზადებული უძლიერესი სამკურნალო სასმელის რეცეპტს, რომელსაც სახსრების ტკივილთან ბრძოლის უნიკალური უნარი აქვს. სხვა უპირატესობებთან ერთად, სასმელი დაგეხმარებათ გრიპის, ხველების, გასტრიტის, ასთმის, ინფექციების განკურნებაში, გამოდევნის ორგანიზმიდან პარაზიტებს, აძლიერებს ძვლოვან სისტემას და აგარიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის განვითარებას.

ბეგქონდარა სამკურნალო მცენარეა, რომელიც გაჯერებულია B ჯგუფის ვიტამინებით, მჟავებით, ეთერზეთით, რომლის ძირითადი  მთავარი კომპონენტია თიმოლი, მთრიმლავი ნივთიერებები, მინერალური მარილი. ბეგქონდარა ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს მრავალ დაავადებას.

სამკურნალო ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მშრალი ბეგქონდარას დაქუცმაცებული ფოთლები, დაახლოებით, 1 ჩ. კ.
  • წყალი 1 ჩ. ჭ.
  • თაფლი გემოვნების მიხედვით
  • ლიმონის წვენი (თქვენი სურვილის მიხედვით)

მომზადებისა და გამოყენების წესები:

პირველ რიგში, აადუღეთ წყალი და დაასხით ბეგქონდარას ფოთლებს. ფინჯანს დაახურეთ ლამბაქი, გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ, დაამატეთ ლიმონი, თაფლი და აურიეთ.

უძლიერესი ნაყენი მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, ან ძილის წინ. მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში იგრძნობთ შვებას. ჩაი შეგიძლიათ მიიღოთ რეგულარულად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!