ცხიმები რომ შეიმციროთ და გულის კუნთი გაიძლიეროთ, მიიღეთ ნატურალური სასმელი

0
456

ქოლესტერინი ეს ცხიმია, რომელიც ორგანიზმის ყველა ცოცხალ უჯრედში არის განთავსებული. ერთმანეთისგან უნდა განასხვავოთ კარგი და ცუდი ქოლესტერინი.

კარგი ქოლესტერინი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის. ჭარბი რაოდენობის ცუდი ქოლესტერინი იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირება შეგვიძლია საკვების გონივრულად შერჩევით და მხოლოდ ჯანსაღი საკვების მიღებით. მაგალითად, გრეიფრუტი ცუდი ქოლესტერინის საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინსა და პექტინს.

პექტინი არის ბოჭკოვანი ნივთიერება, რომელიც ანადგურებს ქოლესტერინს და იცავს სისხლძარღვებს სისხლის შედედებისგან და კედლებზე დაგროვილი ცხიმისგან.

სტატიაში შემოგთავაზებთ სასმელის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ, შეიმციროთ ქოლესტერინის დონე სისხლში და შეაფერხოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარება.

გამწმენდი ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 1 ცალი გრეიფრუტი
  • 2 ღერი ნიახური
  • 1 კონა ოხრახუში
  • ¼ ლიმონი
  • 3 ნაჭერი ჯანჯაფილი

მომზადების წესი:

  1. მოცემული ინგრედიენტები დაჭერით და დააბლენდერეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
  2. მომზადებული მასის 1 ჩ.ჭ. მიიღეთ სადილამდე ნახევარი საათით ადრე.

მოამზადეთ შემოთვაზებული საშუალება და დაირეგულირეთ სისხლში ქოლესტერინის დონე. გისურვებთ ჯანმრთელობას!