ფუმფულა, ჰაეროვანი და უგემრიელესი კექსები უმარტივესი მოსამზადებელია, ინგრედიენტებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.
მოამზადეთ ფუმფულა კექსები, გადააქციეთ საუზმე დღესასწაულად და გაახარეთ თქვენი პატარები.
საჭირო ინგრედიენტები:
- ფქვილი 2 ჩ. ჭ.
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- კვერცხი 4 ცალი
- ზეთი 100 მლ
- არაჟანი 5 ს. კ.
- ვანილი
- გამაფხვიერებელი 2 ჩ. კ. ან სოდა 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- კვერცხი შაქართან და ვანილთან ერთად კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ ზეთი, არაჟანი, ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და კარგად აურიეთ.
- ცომი გაანაწილეთ სპეციალურ ფორმებში (გაავსეთ მხოლოდ ფორმების 2/3) და გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე.
ოქროსფრად დაბრაწული კექსები გააფორმეთ თქვენი სურვილისამებრ, დაფარეთ შოკოლადის მინანქრით, ან გამდნარი შოკოლადით, ან კარამელით. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!